ამელი ნოტომი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამელი ნოტომი
Amélie Nothomb
დაბ. თარიღი 13 აგვისტო, 1967
დაბ. ადგილი იაპონია
საქმიანობა მწერალი
ეროვნება ბელგიელი

ამელი ნოტომი (Amélie Nothomb). (* 13 აგვისტო, 1967, იაპონია), თანამედროვე ფრანგულენოვანი ბელგიელი მწერალი.

მამა, ბარონი პატრიკ ნოტომი, ბელგიის ელჩი იყო რომში და ხშირად უხდებოდა მოგზაურობა. ამიტომ ამელი პატარაობიდანვე მოგზაურობს იაპონიაში, ჩინეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლაოსსა და ბანგლადეშში. 1992 წლიდან ყოველწლიურად თითო რომანს აქვეყნებს.

ამელი ნოტომი ცნობილია თავისი ექსტრავაგანტულობით, რომელიც მის სავიზიტო ბარათადაც კი იქცა. 1984 წელს 17 წლის ამელი პირველად ჩადის თავის სამშობლოში, ბელგიაში და ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტში რომანული ფილოლოგიის შესწავლას იწყებს. თუმცა სასწავლებელში, სადაც ძირითადად სიციალისტები და ლიბერალები სწავლობენ, ბარონის ქალიშვილს უჭირს მეგობრების შეძენა. დიპლომის აღების შემდეგ ამელი ტოკიოში ბრუნდება და მუშაობას იწყებს თარჯიმნად ერთ-ერთ დიდ იაპონურ საწარმოში. ამ პერიოდს აღწერს იგი მოგვიანებით თავის რომანში კრძალვითა და ცახცახით. ამის შემდეგ მწერალი ბელგიაში ბრუნდება და 1992 წელს აქვეყნებს თავის პირველ რომანს, მკვლელის ჰიგიენას. აქედან იწყება ნოტომის წარმატებული ლიტერატურული კარიერა.

როგორც თავად ამბობს, იგი დღეში 4 საათს უთმობს წერას და წელიწადში 3 რომანს წერს, თუმცა აქედან მხოლოდ ერთს აქვეყნებს, რადგან დანარჩენები ზედმეტად პირადულია.

ნოტომის სტილი საკმაოდ დახვეწილი და პედანტურიც კია. ახასიათებს ცოცხალი ტონი, ზუსტი ლექსიკა, ორიგინალური სიუჟეტები. განსაკუთრებით ცნობილია მისი გადაჭარბებული პორტრეტები. მისი პერსონაჟები პოლარულად განსხვავდებიან - ზოგი მშვენიერია, ზოგი კი — უკიდურესად მახინჯი.

2000-2002 წლებში ამელი ნოტომი ტექსტებს წერს თავისი მეგობრის, ფრანგი მომღერალი რობერისთვის, რომლის ცხოვრებასაც აღწერს 2002 წელს გამოსულ რომანში საკუთარი სახელების რობერი.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება]

  • მკვლელის ჰიგიენა, 1992
  • სასიყვარულო საბოტაჟი, 1993
  • ცოტათი ჩინური ლეგენდა, 1993
  • კატილინერები, 1995
  • პეპლუმი, 1996
  • დარტყმა, 1997
  • მერკური, 1998
  • კრძალვითა და ცახცახით, 1999 (საფრანგეთის აკადემიის დიდი პრემია)
  • საუკეთესი მისტერია, 1999
  • ქვაბივით პრიალა, 2000
  • მტრის კოსმეტიკა, 2001
  • ასპირინი, 2001
  • უსახელო, 2001
  • საკუთარი სახელების რობერი, 2002
  • ანტექრისტა, 2003
  • ქრისტეს შესვლა ბრიუსელში, 2004
  • შიმშილის ბიოგრაფია, 2004
  • გოგირდმჟავა, 2005
  • მერცხლის დღიური, 2006
  • ლურჯწვერა, 2012

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]