ამადიესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამადიესი
ტბის კოსმოსური გამოსახულება, 2004 წლის ნოემბერი.
ტბის კოსმოსური გამოსახულება, 2004 წლის ნოემბერი.
კოორდინატები: 24°45′00″ ს. გ. 130°55′00″ ა. გ. / 24.75000° ს. გ. 130.91667° ა. გ. / -24.75000; 130.91667
მდებარეობა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
ტერიტორიული ერთეული ჩრდილოეთი ტერიტორია
სიმაღლე ზღვის დონიდან 204 
სიგრძე 145 კმ
სიგანე 20 კმ
ფართობი 880 კმ²
ამადიესი — ავსტრალია
ამადიესი
ამადიესი — ჩრდილოეთი ტერიტორია
ამადიესი

ამადიესი,[1] ამადიუსი (ინგლ. Lake Amadeus) — გაუდინარი შრობადი მლაშე ტბა ავსტრალიაში, ჩრდილოეთ ტერიტორიაზე. მდებარეობს ავსტრალიის ცენტრალურ უდაბნო ნაწილში, მაკდონელისა და მასგრეივის ქედებს შორის, არაღრმა ქვაბულში, ზღვის დონიდან 204 მ სიმაღლეზე. გაწოლილია ქალაქ ალის-სპრინგსიდან სამხრეთ-დასავლეთით 350 კმ-ში.

პერიოდულად წყლით ივსება, რა დროსაც მისი სიგრძეა 145 კმ, ხოლო სიგანე 20 კმ. ზედაპირის ფართობი დაახლოებით 880 კმ². მშრალი კლიმატის გამო ამადიესი წელიწადის დიდ დროს წარმოადგენს მთლიანად გამშრალ ტბას. გვალვიან პერიოდში იფარება უწყვეტი და მხოლოდ და მხოლოდ სწორი მარილის ქერქით.[2]

პირველად ტბა გამოიკვლია ავსტრალიელმა მოგზაურმა ერნესტ ჯაილზმა 1872 წელს, რომელმაც ტბას სახელი უწოდა სავოიის ჰერცოგის, ესპანეთის მეფის, ამადეუს I-ის პატივსაცემად. მარილის მაღალი შემცველობის მიუხედავად, მისი მოპოვება არ ხორციელდება. მიდამოებში აშენებენ მსხვილფეხა რქოსან საქონელს. წყალმოსამარაგებლად გამოიყენება მიწისქვეშა წყლები.[2]

ჩრდილო-დასავლეთით გვხვდება მსგავსი ნიშან-თვისებების მქონე ტბა ნილი. ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით გვხვდება აქლემი. ტბიდან ჩრდილოეთით ბუნებრივი აირის საბადოა.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]