ალფონსო II დ’ესტე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალფონსო II დ’ესტე

ალფონსო II დ’ესტე (იტალ.: Alfonso II d'Este) (* 22 ნოემბერი, 1533; გ. 27 ოქტომბერი, 1597) - იყო ფერარას, მოდენასა და რეჯოს ჰერცოგის ერკოლე II-ის და მისი მეუღლის ფრანგი პრინცესას რენეს უფროსი ვაჟი და 1559 წლის 3 ოქტომბრიდან მამის მემკვიდრე.

1566 წელს იგი იმპერატორ მაქსიმილიან II-სთან ერთად ოსმალების წინააღმდეგ ომში მონაწილეობდა. 1574 წელს მონაწილეობა მიიღო პოლონეთის ტახტისათვის კენჭისყრაში, თუმც მის ამ წამოწყებას წარმატება არ მოჰყოლია.


ალფონსო II ხელოვნების მეცენატი იყო და მფარველობდა პოეტ ტორკვატო ტასოს. მან 3-ჯერ იქორწინა:

ყველა მისი ქორწინება უშვილოდ დარჩა და ალფონსო II-ემ მემკვიდრედ ბიძაშვილი, მონტეკიოს მარკიზი ჩეზარე დ’ესტე დანიშნა. პაპმა კლიმენტი VIII-ემ ჩეზარეს მამის უკანონო წარმოშობის გამო ამ უკანასკნელს ფერარა ჩამოართვა და 1598 წელს თავის სამფლობელოებს შეუერთა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]