ალფონსო I დ’ესტე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალფონსო I დ'ესტე
ალფონსო I-ისა და ლუკრეცია ბორჯიას საფლავი, ფერარა

ალფონსო I დ’ესტე (იტალ.: Alfonso I d'Este) (* 21 ივლისი, 1476, ფერარა; გ. 31 ოქტომბერი, 1534, ფერარა) - იყო ფერარას, მოდენასა და რეჯოს ჰერცოგის ერკოლე I-ის უფროსი ვაჟი. მისი და-ძმები იყვნენ იზაბელა, ბეატრიჩე და იპოლიტო I.

ალფონსო I რომის პაპის არმიათა მთავარსარდალი იყო ვენეციის რესპუბლიკისა და კამბრაის ლიგის წინააღმდეგ ომში.

1491 წლის 12 იანვარს მან იქორწინა ანა სფორცაზე (1473-1497), მილანის ჰერცოგის გალეაცო მარია სფორცას ქალიშვილზე. იგი 1497 წელს მშობიარობას გადაჰყვა. 1502 წლის 2 თებერვალს ალფონსო I-მა მეორედ იქორწინა. ამჯერად ლუკრეცია ბორჯიაზე (1480-1519), პაპ ალექსანდრე VI-ის ქალიშვილზე და ჩეზარე ბორჯიას დაზე, რომელთანაც შეეძინა შვილები:

უკანასკნელ მშობიარობას ლუკრეცია ბორჯია თან გადაყვა. ალფონსო I-მა კი მესამედ იქორწინა, რათა მისი უკვე 2 არაკანონიერი შვილი ლეგიტიმური გამხდარიყო. მეუღლეს ერქვა ლაურა დანტი (გ. 27 ივნისი 1573) და იგი ალფონსოს საყვარელი იყო წლების მანძილზე.

შვილები:

ალფონსო I-ის ცდა უკანონო შვილების ლეგიტიმიზაციისა უშედეგოდ დასრულდა. იგი პაპმა არ აღიარა და როდესაც ალფონსო II, ალფონსო I-ის შვილიშვილი, 1597 წელს უმემკვიდრეოდ გარდაიცვალა პაპმა კლიმენტი VIII-ემ ჩეზარე დ’ესტეს, მონტეკიოს მარკიზს, მამის ალფონსოს არაკანონიერი დაბადების გამო ფერარას მემკვიდრეობაზე უარი განუცხადა. 1598 წელს ჩეზარემ უარი განაცხადა ფერარაზე და ეს მიწა პაპის ოლქს შეუერთდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]