ალფეოსი (მითოლოგია)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალფეოსი (ბერძნ. Αλφειός) — მდინარე ალფეოსის ღმერთი პელეპონესში. ბევრი სხვა მდინარის ღმერთის მსგავსად, ისიც ოკეანოსისა და თეტიდას შვილი იყო. არტემიდეს გულის მოგების ამაო მცდელობის შემდეგ, მას შეუყვარდა ნერეიდა არეთუსა.