ალმოდებული (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ალმოდებული“
რეჟისორი ჩან დონ ლი
ეფუძნება „ალმოდებული ბეღელი“ჰარუკი მურაკამი
დისტრიბუტორი CGV Arthouse
გამოსვლის თარიღი 16 მაისი, 2018 (2018-05-16) (კანი)
17 ივნისი, 2018 (2018-06-17) (სამხრეთ კორეა)
ხანგრძლივობა 148 წთ.
ქვეყანა სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთ კორეა
ენა კორეული
შემოსავალი 7.1 მლნ აშშ დოლარი

ალმოდებული (კორ. 버닝) — 2018 წლის სამხრეთ კორეული ფსიქოლოგიური თრილერი და მისტიკური დრამა,[1][2] რომლის რეჟისორი, თანასცენარისტი და თანაპროდიუსერია ჩან დონ ლი. ფილმი დაფუძნებულია ჰარუკი მურაკამის მოთხრობაზე „ალმოდებული ფარდულები შუაღამისას“ რომანიდან „სპილოს გაუჩინარება“. ფილმში მთავარ როლებს სტივენ იენი და იო ა ინი ასრულებენ. ჩან დონ ლი „ალმოდებულზე“ რვა წლის მანძილზე მუშაობდა.[3]

„ალმოდებული“ ახალგაზრდა მიტანის სერვისის თანამშრომლის, ჯონ სუს შესახებ მოგვითხრობს, რომელიც შემთხვევით თავის ბავშვობის მეგობარს, ჰე მის გადაეყრება. გოგონა ჯონს სთხოვს, რომ სანამ აფრიკაში სამოგზაუროდ წასული იქნება, მის კატაზე იზრუნოს. აფრიკიდან დაბრუნებული ჰე მი ჯონს ბენს გააცნობს, რომელსაც მოგზაურობისას შეხვდა. ერთ დღესაც, ბენი ჯონ სუს თავისი უჩვეული თავშესაქცევის შესახებ მოუთხრობს.

„ალმოდებულის“ პრემიერა 2018 წლის კანის კინოფესტივალზე 16 მაისს შედგა, სადაც იგი ოქროს პალმის რტოსთვის იბრძოდა. ფესტივალზე ფილმმა კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის ჯილდო მიიღო. „ალმოდებული“ სამხრეთ კორეაში 17 მაისს, ხოლო აშშ-ში 26 ოქტომბერს გამოვიდა.

ფილმმა საერთაშორისო აღიარება დაიმსახურა და არაერთი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა. ოსკარის 91-ე დაჯილდოებაზე „ალმოდებული“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციის მოკლე სიაში მოხვდა. ფილმმა მიიღო სატურნისა და ლოს-ანჯელესის კინოკრიტიკოსთა ასოციაციის ჯილდოები საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში გამარჯვებისთვის. ასევე არაერთ ფესტივალსა და კინოკრიტიკოსტა წრის დაჯილდოებაზე სტივენ იენმა საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაში გაიმარჯვა. „ალმოდებული“ არაერთი კრიტიკოსის 2018 წლის 10 საუკეთესო ფილმის სიაში მოხვდა.

წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმზე მუშაობის დაწყება 2016 წლის ნოემბერში იგეგმებოდა, რაც მურაკამსა და იაპონიის მაუწყებელს შორის წამოჭრილმა დავამ შეაფერხა.[3][4][5][6] 2016 წლის ოქტომბერში, პუსანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ლიმ განაცხადა, რომ „ფილმის სიუჟეტი თანამედროვე სამყაროში მცხოვრებ ახალგაზრდა ადამიანებზე მოგვითხრობს, რომელთა მიერ საკუთარ ცხოვრებასა და სამყაროზე ფიქრი მისტიკურობის შეგრძნებას ქმნის.“[3][5] 2017 წლის სექტემბერში კინოსტუდიამ განაცხადა, რომ ფილმის სიუჟეტში მურაკამის მოთხრობის მხოლოდ ძირითადი მონახაზი იქნებოდა გადატანილი.[7]

2017 წლის 5 სექტემბერს ჯონგ სუს როლზე იო ა ინი დაამტკიცეს.[8][9] სამი დღის შემდეგ, აგვისტოში ჩატარებული მოსმენების საფუძველზე, ჰე მის როლზე ჯეონ იონგ სეო შეარჩიეს,[10][11][12] ხოლო 20 სექტემბერს სტივენ იენი ბენის როლზე დაამტკიცეს.[13][14]

ფილმის გადაღებები 2018 წლის 30 იანვარს ფაჯუში დასრულდა.[15]

კრიტიკული გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამსახიობო შემადგებლობა რეჟისორთან ერთად 2018 წლის კანის კინოფესტივალზე

საიტზე Rotten Tomatoes ფილმს 95%-იანი რეიტინგი აქვს,[16] ხოლო Metacritic-ზე 100-დან 90 ქულითაა შეფასებული, რაც საყოველთაო აღიარებას გულისხმობს.[17]

ჟურნალმა Sight & Sound „ალმოდებული“ 2018 წლის მესამე საუკეთესო ფილმად დაასახელა.[18]

კინოკრიტიკოსმა და ჟურნალ Variety-ს რედაქტორმა, პიტერ დებრუგმა ფილმის შესახებ განაცხადა:„ალმოდებულის“ წარმატების ხარისხს განსაზღვრავს ის, თუ რამდენად ექნება მაყურებელს უნარი, გაიაზროს ის შური და იმედგაცრუება, რომელსაც დაბალი სოციალური კლასის წარმომადგენელი პროტაგონისტი გრძნობს.“

ჯეფ ენრიუ ჟურნალ Time Out-დან „ალმოდებულის“ შესახებ :„ფილმში მრავლად გვხვდება დამაბნეველი და ბუნდოვანი გაურკვევლობები... ლის მიზანი არა დამნაშავის გამოვლენა, არამედ ჯონ სუს ემოციური გაურკვევლობის შესწავლაა.“[19]

ტოდ მაკარტნიმ The Hollywood Reporter-დან „ალმოდებული“ დიდი ენთუზიაზმით შეაფასა: „„ალმოდებული“ ლამაზად აგებული ფილმია, რომელიც დიდი დაკვირვებით შეისწავლის სასიყვარულო სამკუთხედში არსებულ ურთიერთობებს, რომელშიც ვხვდებით კლასობრივი პრივილეგიების, ოჯახური მემკვიდრეობის, საკუთარი თავის რეალიზაციის, სექსუალური ეჭვიანობის და შურისძიების საკითხებს.“[20]

ადამ ნეიმერი ლინკოლ ცენტრის კინოსაზოგადოებიდან[21] „ალმოდებულის“ შესახებ: „ფილმში მოვლენები მთლიანად ჯონ სუს პერსპექტივიდანაა აღწერილია, შესაბამისად, რთულია განვსაზღვროთ, რა წარმოადგენდა ჩან დონ ლის მიზანს: მაყურებელში თანაგრძნობის აღძვრა თუ მათთვის ამბის ჯონ სუს მცდარი წარმოდგენების მიხედვით აღქმის იძულება, შესაბამისად ჰე მისა და ბენის პერსონაჟების იდეალიზებულ და დემონიზებურ ფიგურებად დანახვა.“[22]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. New Haruki Murakami Adaptation 'Burning' Is A Feverish Psychological Thriller (2018-10-09). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-08. ციტირების თარიღი: 2020-06-08
  2. Burning review - an explosive psychological thriller. ციტირების თარიღი: 2020-06-08
  3. 3.0 3.1 3.2 Lee Chang-dong Lights Up Haruki Murakami Adaptation 'Burning'. Variety (5 September 2017). ციტირების თარიღი: 29 September 2017.
  4. LEE Chang-dong Announces New Project at BIFF. KOFIC (21 September 2016). ციტირების თარიღი: 29 September 2017.
  5. 5.0 5.1 TongTongTv 통통영상. (10 October 2016) 이창동·허우 샤오시엔·고레에다 히로카즈 '아시아 영화 거장의 만남' (부산국제영화제, BIFF, 아시아영화의 연대를 말하다) [통통영상].
  6. 'Burning' director Lee Chang-dong on his "ambiguous" Cannes Competition title.
  7. 유아인 '버닝', 하루키 원작 '헛간을 태우다'는 어떤 내용인가 ko. Mydaily (22 September 2017). ციტირების თარიღი: 29 September 2017.
  8. 이창동 신작 '버닝' 유아인 출연 확정…9월 크랭크인[공식] ko. The Daily Sports (5 September 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 სექტემბერი 2017. ციტირების თარიღი: 29 September 2017.
  9. Yoo Ah-in joins cast of Lee Chang-dong film. Korea Joongang Daily (6 September 2017). ციტირების თარიღი: 29 September 2017.
  10. Director Lee to release 'Burning' next year. Korea Joongang Daily (21 August 2017). ციტირების თარიღი: 29 September 2017.
  11. [공식 신예 전종서, 이창동 신작 '버닝' 파격 캐스팅…유아인과 호흡] ko. The Sports Chosun (6 September 2017). ციტირების თარიღი: 8 September 2017.
  12. Newcomer JEON Jong-seo Joins YOO Ah-in on LEE Chang-dong Project. KOFIC (14 September 2017). ციტირების თარიღი: 29 September 2017.
  13. Steven Yeun to Join Yoo Ah-in's 'Burning'. SBS Star (21 September 2017). ციტირების თარიღი: 29 September 2017.
  14. 'Burning' Star Steven Yeun Gets Role He's 'Been Waiting For' (May 16, 2018).
  15. Beo-ning. KOBIZ. ციტირების თარიღი: 6 March 2018.
  16. Burning (Beoning) (2018). ციტირების თარიღი: 23 February 2019.
  17. Burning reviews. ციტირების თარიღი: 23 February 2019.
  18. The best films of 2018 en. Sight & Sound (2018-12-12). ციტირების თარიღი: 2018-12-15
  19. Andrew, Geoff. (2018-05-16) Burning, directed by Lee Chang-Dong | Film review en. ციტირების თარიღი: 2018-12-15
  20. McCarthy, Todd. (2018-05-16) 'Burning': Film Review en. ციტირების თარიღი: 2018-12-15
  21. Nayman, Adam. (2018-09-11) The Film Comment Podcast: Toronto One en. ციტირების თარიღი: 2018-12-17
  22. Nayman, Adam. (2018-10-26) 'Burning' Is One of the Best Films of the Year en. ციტირების თარიღი: 2018-12-17