ალექსანდრე ჯორჯაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალექსანდრე (საშა) ზაქარიას ძე ჯორჯაძე (დ. 1 თებერვალი, 1882, თბილისი, — გ. 1939, სოლოვეცკის კუნძულები) — ქართველი ინჟინერი, გზების და გვირაბების მშენებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (1930).

დაიბადა ცნობილი მეღვინის, ზაქარია ჯორჯაძისა და თამარ ბაგრატიონ-მუხრანელის ოჯახში. ჰყავდა და — ნინო და ძმა — გიორგი. დაამთავრა პეტერბურგის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინსტიტუტი (1908). 1917 წლამდე მუშაობდა რუსეთის რკინიგზის მშენებლობაზე, 1922 წლიდან რუსეთში სამოქალაქო ომის დროს დანგრეული რკინიგზების აღდგენაზე. 1923 წლიდან საქართველოში ხელმძღვანელ თანამდებობებზე იყო გზების მშენებლობის დარგში. 1928 წელს საბჭოთა ხელისუფლების მიერ საგზაო საქმის დახვეწის მიზნით გაიგზავნა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ჯორჯაძე არის სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში თანამედროვე გზატკეცილების მშენებლობის ფუძემდებელი. მისი ხელმძღვანელობით აიგო მრავალი ხიდი, მათ შორის, საბჭოთა კავშირში პირველი ბონდის ხიდი მდინარე მაგანაზე, სოფელ ჯვარში (ახლანდელი ქ. ჯვარი, 1932; ინჟინერ კრილცოვის პროექტი). მისი ინიციატივით დაარსდა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინრების ინსტიტუტში საავტომობილო გზების მშენებლობის ფაკულტეტი. 1937 წელს, საბჭოთა რეპრესიების დროს, დააპატიმრეს და გადაასახლეს სოლოვეცკის კუნძულებზე, სადაც გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]