ალექსანდრე პიჩუშკინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე პიჩუშკინი
ნამდვილი სახელი ალექსანდრე პიჩუშკინი
დაბ. თარიღი 1974
დაბ. ადგილი მიტიში, რუსეთი
ეროვნება რუსი
მოქალაქეობა რუსეთი
განაჩენი სამუდამო პატიმრობა
მოტივი „ტყის გაწმენდა“

ალექსანდრე პიჩუშკინი (ცნობილია აგრეთვე როგორც: ბიცევსკის პარკის მანიაკი; რუს. Пичушкин, Александр Юрьевич; დ. 9 აპრილი, 1974, მიტიში, მოსკოვის ოლქი) — რუსი სერიული მკვლელი. ბრალდებული იყო ყველა ეპიზოდის თანახმად; სასამართლომ პიჩუშკინს დაუმტკიცა 48 ადამიანის მკვლელობა, რის გამოც 2007 წლის ოქტომბერში მიესაჯა სამუდამო პატიმრობა.[1] მოქმედების პერიოდი მოიცავდა 14 წელს (1992-2006). დანაშაულს სჩადიოდა მოსკოვის ბიცევსკის პარკში.

პიჩუშკინი როდესაც 9 თვისა იყო მამამ მიატოვა. მოგვიანებით დედასთან ერთად იზრდებოდა. ბავშვის აღზრდაში აგრეთვე აქტიურ მონაწილობას ღებულობდა ბაბუა. 1976 წელს დედა-შვილი მიტიშიდან საცხოვრებლად გადავიდა მოსკოვის მიკრორაიონ ზიუზინოში. პიჩუშკინი არ იყო ჩხუბისთავი, პირიქით, ხასიათდებოდა მორცხვი ხასიათით. უყვარდა ჭადრაკის თამაში. მოგვიანებით, როგორც დედამისი ამბობდა მისი შვილი საქანელიდან ჩამოვარდა, რის გამოც მიიღო ქალა-ტვინის ტრავმა, რის გამოც აღმოჩნდა საავადმყოფოში. ტრავმის შემდეგ პიჩუშკინს უძნელდებოდა გამართვით საუბარი. დედამისმა ბავშვი მიაბარა ლოგოპედიურ ინტერნატს. შემდეგ პიჩუშკინი აბარებს ტექნიკურ სასწავლებელში.

2005-2006 წლებში გავრცელდა ხმები, იმის შესახებ, რომ მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კერძოდ, ბიცევსკის ტყე-პარკში გამოჩნდა სასტიკი მანიაკი, რომელიც ხოცავს ასაკოვან ადამიანებს. 2006 წლის დასაწყისში გაჩნდა პირველი პუბლიკაციები პრესაში.[2] პიჩუშკინს ჩაფიქრებული ჰქონდა 64 ადამიანის მოკლა, რაც (ციფრის თვალსაზრისით) შეესაბამებოდა ჭადრაკის დაფის უჯრედების რაოდენობას.[3][4] მოგვიანებით ეს განცხადება მან უარყო და აღნიშნა, რომ მოუწევს მკვლელობების ჩადენა უსასრულოდ.[5] ყოველი ჩადენილი დანაშაულის შემდეგ იგი ჭადრაკის დაფის უჯრედებზე აკრავდა ნომრებს.

სასამართლო პროცესზე პიჩუშკინმა განაცხადა:[6]

ვიკიციტატა
„პოლიციის და გამოძიების უსუსურობა აზარტში მაგდებდა. სულ უფრო და უფრო დავინტერესდი, როგორ შეძლებდნენ ჩემს მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას და ახალი დანაშაულის ჩადენის სურვილი მიმძაფრდებოდა. გაზეთებში ვკითხულობდი ისტორიებს სერიული მკვლელობების შესახებ, ტელევიზორში ვუსმენდი სამართალდამცველებს, რომლებიც ჩემს დანაშაულებზე საუბრობდნენ და მათი უმოქმედობა და უყურადღებობა დანაშაულის სტიმულს მაძლევდა“

ალექსანდრე პიჩუშკინმა პირველი მკვლელობა ჩაიდინა 18 წლის აკაკში 1992 წელს. მოკლა თანაკურსელი (დაახრჩო) და სხეული ჭაში ჩააგდო. თავის ბოლო დანაშაული ჩაიდინა 2006 წლის ზაფხულში. მისი დაკავება მოხერხდა მხოლოდ 2006 წლის 15 ივნისს. მიესაჯა სამუდამო პატიმრობა. სასჯელს იხდის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 'Chessboard killer' gets life. InTheNews.co.uk (2007-10-29). წაკითხვის თარიღი: 2007-10-29.
  2. ბიცევსკის მანიაკი - ქალია?. კომსომოლსკაია პრავდა (2006-04-25). წაკითხვის თარიღი: 2012-03-27.
  3. Investigators believe 62 murdered by "chessboard killer"“, RIA Novosti, 2007-08-01. წაკითხვის თარიღი: 2009-04-10. 
  4. Russian suspected of 62 murders“, BBC News Online, 2007-08-01. წაკითხვის თარიღი: 2009-04-10. 
  5. Russia 'chessboard killer' guilty“, BBC News Online, 2007-10-24. წაკითხვის თარიღი: 2009-04-10. 
  6. სერიული მკვლელის დაკავების საიდუმლო — ალექსანდრე პიჩუშკინი