ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ალექსანდრე ბაგრატიონი (მრავალმნიშვნელოვანი).
ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი
ეროვნება ქართველი
გარდაცვალების თარიღი 1955 წელი
გარდაცვალების ადგილი ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
კუთვნილება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა პოლონეთის დროშა პოლონეთი
ჯარის სახეობა დაზვერვა
წოდება პოლკოვნიკი
ბრძოლები/ომები რუსეთ-საქართველოს ომი (1921)

პოლკოვნიკი ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროს გენერალური შტაბის დაზვერვის უფროსი.[1]

ალექსანდრე ბაგრატიონი საქართველოს დამოუკიდებლობის დროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება იყო. 1918 წლიდან მოყოლებული მან შექმნა და დააკომპლექტა გენერალური შტაბის დაზვერვის ნაწილი და საარქივო დოკუმენტებშიც ხშირად მოხსენიებულია „ბაგრატიონის მზვერავების“ ამბები. განსაკუთრებით აქტიური ჩრდილოეთ კავკასიის სადაზვერვო ქსელი იყო, რის გასაძლიერებლადაც ბაგრატიონი რესურსებს არ იშურებდა. [1]

1921 წლის საბჭოთა რუსული ოკუპაციის შემდეგ ალექსანდრე ბაგრატიონი და ქართული დაზვერვის მაღალჩინოსნები მთავრობასთან ერთად ემიგრაციაში წავიდნენ და მათი ხსოვნა და საქმიანობა მძიმე საბჭოთა ტერორის პირობებში დავიწყებას მიეცა.[1]

ალექსანდრე ბაგრატიონი, ისევე როგორც სხვა დევნილი ქართველი სამხედროები პოლონეთის არმიას შეუერთდნენ. მათ შესახებ პოლონელ ისტორიკოსებს არაერთი გამოკვლევა და ნაშრომი აქვთ.[1]

2019 წელს პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტმა ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორის დავით ყოლბაიას ავტორობით გამოსცა მემორიალური ალბომი „რეჩპოსპოლიტას ფრთებქვეშ - ქართული ემიგრაცია პოლონეთში 1921-1939“, სადაც ალექსანდრე ბაგრატიონის რამდენიმე ფოტოც არის დაბეჭდილი.

პოლკოვნიკი ალექსანდრე ბაგრატიონი 1955 წელს გარდაიცვალა ლონდონში.[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „რეჩპოსპოლიტას ფრთებქვეშ - ქართული ემიგრაცია პოლონეთში 1921-1939“, დავით ყოლბაია

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]