ალესანდრიის პროვინცია
Provincia di Alessandria
|
| ქვეყანა |
იტალია |
| სტატუსი |
პროვინცია |
| შედის |
პიემონტის რეგიონში |
| მოიცავს |
190 კომუნას |
| ადმინ. ცენტრი |
ალესანდრია |
| მოსახლეობა (2005) |
430 000 |
| სიმჭიდროვე |
120,5 კაცი/კმ² |
| ფართობი |
3 560 კმ² |
 |
| სატელეფონო კოდი |
010, 019, 0131, 0141 |
| საფოსტო ინდექსები |
15010-15013, 15015-15018 |
| ავტომ. სანომრე ნიშნები |
AL |
 |
Province of Alessandria |
ალესანდრიის პროვინცია (იტალ. Provincia di Alessandria) — პროვინცია იტალიაში, პიემონტის რეგიონში. დედაქალაქია ალესანდრია.
პროვინციის ფართობი 3 560 კმ²-ია და ამ მხრივ მესამეა რეგიონში კუნეოსა და ტურინის პროვინციების შემდეგ. მოსახლეობა 430 000 (2005). შედგება 190 კომუნისგან. ჩრდილოეთით ესაზღვრება ვერჩელის პროვინცია, დასავლეთით კი ტურინისა და ასტის პროვინციები. სამხრეთით მისი მოსაზღვრეა ლიგურიის რეგიონი (სავონისა და გენუის პროვინციები), სამხრეთ-აღმოსავლეთით — პიაჩენცის პროვინცია (ემილია-რომანიის რეგიონი), აღმოსავლეთით კი ლომბარდიის პროვინცია პავია.
პროვინცია შეიქმნა 1859 წლის 23 ოქტომბრის სამეფო დეკრეტის საფუძველზე, როგორც რამდენიმე პროვინციის კავშირი. 1935 წელს მას გამოეყო ასტის არეალი და ჩამოყალიბდა განცალკევებულ, ასტის პროვინციად.
ცხრილში მოცემულია პროვინციის ძირითადი კომუნები მოსახლეობის რაოდენობის მხრივ:
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში