აკაკი (მცენარე)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აკაკი
Bagolaro.JPG
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ლათინური სახელი
Celtis
დაცვის სტატუსი

აკაკი (Celtis), მცენარეების გვარი თელისებრთა ოჯახისა. უმეტესად ხეა, იშვიათად - ბუჩქი. აერთიანებს 75-მდე სახეობას. გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელსა და ტროპიკებში. ზომიერი სარტყლის მშრალ ადგილებში გვხვდება ფოთოლმცვივანი, ტროპიკებსა და სუბტროპიკებში ხშირად - მარადმწვანე სახეობები. აკაკის მორიგეობით განლაგებული ფოთლები ჩვეულებრივ ასიმეტრიულია, დაკბილული, იშვიათად - კიდემთლიანი. ნაყოფი - კურკიანაა, იჭმევა.

დასავლეთ საქართველოში გვხვდება სამხრეთის აკაკი (Celtis australis), აღმოსავლეთ საქართველოში - კავკასიური (Celtis caucasica) და შიშველი აკაკი (Celtis dlabrata), რომლებიც მთელ კავკასიაშია გავრცელებული.

კავკასიური აკაკი

აკაკი სინათლისა და სითბოს მოყვარული, გვალვაგამძლე მცენარეა. კარგად ეგუება მშრალ, ქვაღორღიან და კლდოვან ადგილებს. მის მაგარ მერქანს იყენებენ სადურგლო საქმეში. ქერქი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • მათიკაშვილი ვ., ქსე, ტ. 1, გვ. 246, თბ., 1975
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე