სამხრეთის აკაკი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| სამხრეთის აკაკი | ||||
|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||
|
||||
| ლათინური სახელი | ||||
| Celtis australis | ||||
| დაცვის სტატუსი | ||||
სამხრეთის აკაკი[1] (ლათ. Celtis australis) — მცენარე თელისებრთა ოჯახისა. 7-22 მ სიმაღლის ფოთოლმცვენი მცენარეა. ტოტებზე მორიგეობით განლაგებული ფოთლები ასიმეტრიულია, კვერცხისებრ მრგვალი, ბოლოში წაწვეტილი და დაკბილული. ფოთლის ზედა მხარე მქისე, მუქი მწვანეა, ქვემოდან შებუსვილი, ძართვებამოწეული. ყვავილები ორსქესიანიადა ფოთლების იღლიებშია განლაგებული. მოწითალო-ყვითელი შეფერილობის 1 სმ-მდე სიმსხოს კურკოვანი ნაყოფი, მოტკბო გემოს მქონე რბილოებით, საჭმელად ვარგისია.
სამხრეთის აკაკი გავრცელებულია სამხრეთ-დასავლეთ აზიასა და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში. საქართველოში ძირითადად გვხვდება სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში, ხრიოკ და მშრალ მეჩხერ ტყეებში. იგი ნელამზარდი მცენარეა და განსაკუთრებით გამოირჩევა იშვიათი გვალვაგამძლეობით.
გალერეა [რედაქტირება]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- შ.ხიდაშელი, ვ.პაპუნაშვილი, საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები, ბათუმი 1980, გვ.10
- Die große Pflanzen- Enzyklopädie , Bd.2., gv. 247