ათერტონის პლატო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ათერტონის პლატო
კოორდინატები: 17°10′00″ ს. გ. 145°32′00″ ა. გ. / 17.16667° ს. გ. 145.53333° ა. გ. / -17.16667; 145.53333
ქვეყანა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
ტერიტორიული ერთეული კუინზლენდი
სიმაღლე 1611 
ფართობი 31 ათ. კმ²
ათერტონის პლატო — ავსტრალია
ათერტონის პლატო

ათერტონის პლატო (ინგლ. Atherton Tableland) — ვრცელი პლატო ავსტრალიაში, კუინზლენდის შტატში. წარმოადგენს დიდი წყალგამყოფი ქედის ნაწილს. მოქცეულია ჩრდილოეთით მდინარე პალმერისა და სამხრეთით მდინარე ბურდეკინის ხეობებს შორის. ფართობი 31 ათ. კმ². საშუალო სიმაღლე 600–900 მ.[1] მაქსიმალურ სიმაღლეს აღწევს ბარტლ-ფრირის მასივზე (1611 მ).[2]

ათერტონის პლატო უაღრესად ნაყოფიერია მაღალი ნალექიანობისა და მდიდარი ვულკანური ნიადაგების გამო. მის ფარგლებში ბევრია პატარა კრატერი და ტბა. განვითარებულია ტროპიკული კლიმატი. ღრმა კრატერული აუზები, კერძოდ, იჩემისა და ბარინის ტბები მდინარეების ბარონის, ჰერბერტის, ჯონზტოუნისა და ტალის სათავეებად გვევლინებიან.[1]

პირველი დასახლება გაჩნდა 1870-იან წლებში, ხოლო 1890 წელს მრავალი სამთომომპოვებელი საწარმოს არენად იქცა. მადნის ამოწურვის შემდეგ, მუშაკებმა ხელი მოკიდეს სოფლის მეურნეობას. პლატოს ფარგლებში მოჰყავთ თამბაქო, არაქისი, სიმინდი და სხვა, რომლებსაც ქალაქ ათერტონში, ჰერბერტონსა და მარიბაში ამუშავებენ. რძის ტრანსპორტირება ხდება ქალაქ ტაუნზვილამდე.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]