ავრორა (ტელენოველა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავრორა
Aurora telenovela.jpg
ჟანრი დრამა
რომანტიკა
ფორმატი ტელენოველა
ავტორი მარსელა სიტერიო
მონაწილეობენ სარა მალდონადო
ეუხენიო სილერი
ხორხე ლუის პილა
ლისეტე მორელოსი
აილინ მუხიკა
პაბლო აზარი
ვანესა პოსე
ბრაულიო კასტილიო
ეპიზოდი 135[1]
ეთერი
ორიგინალური არხი Telemundo
ჩვენების ფორმატი HDTV 1080i
პირველად ეთერში 1 ნოემბერი, 2010
უკანასკნელად ეთერში 20 მაისი, 2011

აურორა (ესპ. Aurora) — კომპანია ტელემუნდო-ს 2010-2011 წლის სერიალი, რომელიც გადაღებულია აშშ–ის ქალაქ მაიამიში. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ სარა მალდონადო, ეუხენიო სილერი, ხორხე ლუის პილა და აილინ მუხიკა.

მოკლე შინაარსი[რედაქტირება]

სიყვარულის გამაოგნებელი ისტორია. ავრორა, ჩვენი დროის მძინარე მზეთუნახავია. მედიცინის საოცრებამ, ავრორას ცხოვრება ზღაპრად აქცია. 20 წლის შემდეგ მშვენიერი ავრორა მეორედ იბადება. აწმყო მსხვერპლად ითხოვს წარსულს. მისთვის სიყვარულის კარი ორჯერ გაიღო. ავრორა ახალ ცხოვრებას, ახლებურად იწყებს...

სრული შინაარსი[რედაქტირება]

ავრორა 20 წლის, ლამაზი ქალიშვილია, რომელსაც ერთი დანახვისთანავე შეუყვარდება ლორენსო. როცა გოგოს მშობლები გაიგებენ, რომ ავრორა ორსულადაა, ისინი მაშინვე აიძულებენ ლორენსოს, ავრორას დაშორდეს ისე, რომ მან ვერც კი გაიგოს, რომ მალე მამა გახდება. რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც ავრორა ბავშვს გააჩენს, გაიგებს, რომ მას საშინელი დაავადება სჭირს, რომლის განკურნებაც იმ დროს (მოქმედება 1990 წელს იწყება) ვერ ხერხდება. ავრორას მამა, გუსტავო გადაწყვეტს თავის მიერ გამოგონილი ტექნოლოგიის საშუალებით, ავრორა გაყინოს, მანამ სანამ გოგოს დაავადების განკურნება არ მოხდება. ის ასეც იქცევა. ავრორა რამდენიმე წელი მარტოდმარტო, გაყინული რჩება. გადის 20 წელი. ავრორას რეანიმირებას უკეთებენ, რის შედეგადაც, გოგო დიდი ხნის ძილის შემდეგ იღვიძებს. მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე 40 წლისაა, ის მაინც ისე გამოიყურება, როგორც 20 წლის წინ, გაყინვამდე. მისთვის ეს 20 წელი ერთ ღამეს უდრის და ამიტომაც არ იცის თუ რა მოხდა მის ოჯახში ამდენი ხნის შემდეგ. ყველაფერი შეიცვალა... ერთადერთი რაც არ შეცვლილა ეს თავად ავრორაა... მისი საუკეთესო დაქალი, ახლა მისი ცხოვრების სიყვარულზე, ლორენსოზეა დაქორწინებული. აგრეთვე მისი შვილი, ბლანკა, რომელმაც ავრორას არსებობის შესახებ არც კი იცის, ისე გამოიyურება, როგორც დედამისი. 20 წლის შემდეგ მშვენიერი ავრორა მეორედ იბადება. მისთვის სიყვარულის კარი ორჯერ გაიღო. ავრორას მოუწევს ახალი ცხოვრება ახლებურად დაიწყოს...

მსახიობები და როლები[რედაქტირება]

მსახიობი პერსონაჟი პერსონაჟის დახასიათება
სარა მალდონადო ავრორა პონსე დე ლეონი მთავარი გმირი, ლორენსოს ყოფილი საცოლე, იღვიძებს 20 წლიანი ძილის შემდეგ.
ეუხენიო სილერი მარტინ ლობოსი მთავარი გმირი, ლორენსოს შვილი
ხორხე ლუის პილა ლორენსო ლობოსი მარტინის მამა, ავრორას ყოფილი საქმრო.
აილინ მუხიკა ვანესა მილერი ავრორას მეგობარი, ალქაჯი.
ლისეტე მორელოსი ბლანკა პოსე დე ლეონი ავრორას და ლორენსოს შვილი, ალქაჯი.
პაბლო აზარი სეზარ ლობოსი ლორენსოს და ნატალიას შვილი, ბოროტმოქმედი.
ბრაულიო კასტილიო გუსტავო პონსე დე ლეონი ავრორას მამა.
ისმაელ ლა როსა ფედერიკო
კარენ სენტიესი ინეს პონსე ავრორას დედა, გუსტავოს ცოლი.
სანდრა დესტენავე ნატალია ვანესას და ავრორას დაქალი, ლორენსოს ქმარი.
მელვინ კაბრერა ერნესტო ლორენსოს საუკეთესო მეგობარი
ვანესა პოსე ვიკი ვანესას შვილი.
ტალინა დუკლაუდი ნინა ნატალიას შვილი.
მონიკა ფრანკო ელიზაბეტი ალქაჯი, გუსტავოს ასისტენტი.
რუბენ მორალესი როკი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

  • [1] Aurora official site on Telemundo full episode list