ტელემუნდო
|
ტელემუნდო |
||
|---|---|---|
| სლოგანი | "Atrévete a más" (გაბედე მეტი) | |
| ქვეყანა | ||
| მაუწყებლობის ზონა | თანამგზავრული, საერთაშორისო | |
| დაფუძნდა | 1954 | |
| დამფუძნებელი | ანხელ რამოსი | |
| მფლობელი | NBCUniversal | |
|
|
||
ტელემუნდო — ესპანურენოვანი სატელევიზიო ქსელი აშშ-ში, მეორე უდიდესი ესპანურენოვანი ტელემწარმოებელი მსოფლიოში[1] და ასევე მეორე უდიდესი ესპანურენოვანი სატელევიზიო ქსელი აშშ-ში უნივისიონის (Univision) შემდეგ.[2]
ტელემუნდო 142 საჰაერო გადამცემის, საკაბელო და თანამგზავრული მაუწყებლობით ფარავს ესპანური და ლათინოამერიკული მოსახლეობის 58%-ს.[3] 2007 წელს, მის საკვირაო პრაიმ-ტაიმის ეთერს 1 035 000 ადამიანი უყურებდა. ტელემუნდო ერთადერთი ესპანურენოვანი ქსელია, რომელიც ამ სამყაროს ყველაზე მეტ ტელენოველას აწარმოებს. ტელეარხის მრავალი პროგრამა სუბ-ტიტრებით გადის როგორც ინგლისურ, ისე ესპანურ ენებზე.[4]
ტელემუნდო 1954 წელს სატელევიზიო სადგურითურთ ანხელ რამოსმა დააარსა პუერტო-რიკოს დედაქალაქ სან-ხუანში. კომპანიის მფლობელი, ტელემუნოდს კომუნიკაციების ჯგუფი (Telemundo Communications Group) NBC Universal-ის ნაწილია. ტელემუნოდს პრეზიდენტია ემილიო რომანო. ტელეარხში დასაქმებულია 1 800 ადამიანი;[5] სათავო ოფისი მდებარეობს ფლორიდის შტატში, მაიამის გარეუბანჰაიალიაში.[6] შოუებისა და პროგრამების ძირითადი ნაწილი მაიამის სტუდიებში იწარმოება. 2011 წელს, ტელემუნდოს ტელენოველების 85% ასევე მაიამიში იწარმოებოდა.[7]
მისი ყველაზე გახმაურებული სერიალებია La Tormenta (უჩვენეს 150 ქვეყანაში), Bella Calamidades (110 ქვეყანა), ფარული ვნება (Pasión De Gavilanes, 102 ქვეყანა), Zorro: La Espada y la Rosa (98 ქვეყანა), სად არის ელისა? (¿Dónde Está Elisa?, 90 ქვეყანა), დონა ბარბარა (Doña Bárbara, 80 ქვეყანა), Más Sabe el Diablo (75 ქვეყანა), ელენას მოჩვენება (El Fantasma de Elena, 70 ქვეყანა), სამხრეთის დედოფალი (La Reina del Sur, 70 ქვეყანა), El Rostro de Analía (60 ქვეყანა).
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ოფიციალური ვებ-გვერდი
- Telemundo Mobile Site, available only on Mobile Devices
- Crossover: Telemundo's Bilingual Online Site
- Telemundo International
- Telemundo, from the Museum of Broadcast Communications website
- NBC Universal's media village website
- iPhone and iPad Telemundo Novelas Application
- iPhone and iPad Deportes Telemundo Application
- Telemundo Mobile Page Online
- Telemundo On Demand Page
- Club De Noveleras (Bilingual )
- lo mejor de lo mejor (Bilingual )
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Breaking News - In Landmark Move, NBCUniversal Television Group Signs Development Deal With Galan Entertainment For Production Of Telenovelas In English Across Its Many Networks | Thefutoncritic.Com
- ↑ As Hispanic TV Market Grows, Univision Reshuffles Execs
- ↑ Breaking News - In Landmark Move, Nbc Universal Television Group Signs Development Deal With Galan Entertainment For Production Of Telenovelas In English Across Its Many Networks | Thefutoncritic.Com
- ↑ Clorox and Wal-Mart Team up With Telemundo on New Episodes of Dame Chocolate Telenovela
- ↑ James, Meg. NBC tacks on Telemundo oversight to Gaspin's tasks. Los Angeles Times, July 26, 2007. Retrieved on May 14, 2010.
- ↑ "Legal corporate english." Telemundo. Retrieved on February 3, 2009.
- ↑ http://miamitodaynews.com/news/110623/story4.shtml

