აბრეშუმის პარკის ამოხვევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბრეშუმის პარკის ამოხვევააბრეშუმის ხამი ძაფის მიღების ტექნოლოგიური პროცესი. სიდიდის, გარსის სიმკვრივის, ფერისა და სისუფთავის მიხედვით დახარისხებულ პარკს ხარშავენ და სპეციალური ჯაგრისით სცლიან გარსის ზედა ფენას. შემდეგ გადააქვთ ძაფსაღებ აუზში, ძაფებს უძებნიან წვერს და თვითწამღებებს გააწყობენ (3-10 და მეტი წვერი ერთად), გასაწურავად, გასასუფთავებლად და დასამრგვალებლად გრეხილში გაატარებენ და ჯარაზე შულოებად გადაახვევენ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბრეშუმის პარკის ამოხვევას 4000 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. დიდხანს იგი პრიმიტიული წესით სრულდებოდა. XIX საუკუნის დასაწყისში იტალიელმა ბატალიმ შექმნა პირველი მექანიკური აბრეშუმსახვევი დაზგა. ამავე საუკუნის 80-იან წლებში ფრანგმა ე. სერელმა ავტომატური ძაფსარები დაზგა გამოიგონა. სსრკ-ში მექანიკური აბრეშუმსახვევი დაზგა („კმს“-10) პირველად თბილისის 26 კომისრის ქარხანამ დაამზადა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]