ხემყრალის აბრეშუმხვევია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხემყრალის აბრეშუმხვევია

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ქერცლფრთიანები
ოჯახი:  ფარშავანგთვალასებრნი
გვარი:  Samia
სახეობა:  ხემყრალის აბრეშუმხვევია
ლათინური სახელი
Samia cynthia (Drury, 1773)
სინონიმები
სია
    • Phalaena attacus cynthia (Drury, 1773)
    • Saturnia aylanti (Motschulsky, 1858)
    • Attacus walkeri (Felder & Felder, 1862)
    • Bombyx ailanthi (Weil, 1863)
    • Philosamia cynthia (Grote, 1874)
    • Philosamia cynthia (Rothschild, 1895)
    • Saturnia ailanti (Fauvel, 1895)
    • Attacus cynthia var. parisiensis (Clément, 1899)
    • Samia cynthia pryeri (Jordan, 1911)
    • Philosamia cynthia advena (Watson, 1912)
    • Philosamia cynthia eulouvaina (Watson, 1914)

ხემყრალის აბრეშუმხვევია[1] (ლათ. Samia cynthia) — ღამის პეპელა ფარშავანგთვალასებრთა ოჯახისა. ფრთების შლილი 11–14 სმ-ია; ფერად ზეთისხილისფერ-ყავისფერია, გასდევს განივი მოვარდისფრო ლაქები, აყრია ოთხი ნამგლისებრი ღია ლაქა. წინა ფრთების ბოლოები მოღუნულია. გავრცელებულია სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, შეყვანილია ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში; ნაპოვნია ქალაქ სოხუმის მიდამოებშიც.[2] მუხლუხების სიგრძეა 7–8 სმ.[1] იგი მრავლისმჭამელია, უპირატესობას ანიჭებს ხემყრალს,[2] ასევე ჭამს აბუსალათინის, იასამანისა და სხვათა ფოთლებს. ზამთრობს ჭუპრის ფაზაში. წელიწადში იძლევა ოთხ თაობას.[1] პეპლის პარკებისაგან იღებენ აბრეშუმს.[2] პარკი მოგრძოა, რუხი-ყვითელი, ამოხვეული ძაფი სიგრძით 600 მეტრს აღწევს.[1] მოშენებულია ჩინეთში, ინდოეთში, იაპონიაში, თუმცა ფართო სამრეწველო მნიშვნელობა არ გააჩნია. გამოიყენება როგორც ლაბორატორიული ობიექტი.[2]

ხემყრალის აბრეშუმხვევიას ქვესახეობაა აბუსალათინის აბრეშუმხვევია (Samia cynthia ricini), რომელიც იკვებება აბუსალათინის ფოთლით. პარკიდან იღებენ ბზინვარე და მოყავისფრო-მოწითალო აბრეშუმს. ნახევრად მოშინაურებულია ინდოეთში.[1]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 თუხარელი ი., ველური აბრეშუმხვევიები // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 352.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Девяткин А. Л. Айлантовый шелкопряд // Большая российская энциклопедия. т. 1. — М., 2005. — стр. 312.