აბრეშუმის ჭია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბრეშუმის ჭია, თუთის აბრეშუმხვევიას (აბრეშუმის პეპლის) ლარვა (მატლი). ზრდის დასრულებამდე აბრეშუმის ჭია 4-ჯერ იცვლია კანს, აქვს 5 ასაკი. გამოჩეკიდან ზრდის დასრულებამდე წონაში 10000-ჯერ მატულობს, სიგრძეში - 20-ჯერ (4 მმ-იდან 80 მმ-მდე). თუთის აბრეშუმხვევიას განვითარების ციკლში მხოლოდ აბრეშუმის ჭია ღებულობს საკვებს. ლარვის ფაზა 28-35 დღეს გრძელდება. ამ ვადის შემცირება შეიძლება კვებისა და ტემპერატურის საგანგებო რეჟიმის შექმნით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ლობჟანიძე ვ., ქსე, ტ. 1, გვ. 36, თბ., 1975