აბაზაძეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბაზაძეებიქართული გვარი. ძირითადად გავრცელებულია სურამში (ხაშურის მუნიციპალიტეტი), თბილისში, ქუთაისში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში და სხვ.[1] საფუძვლად უდევს საკუთარი სახელი „აბაზა“. მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილის მიერ მთავართა გვარსახელებს შორის. ადრინდელ საცხოვრებლად აბასთუმანი (ადიგენის მუნიციპალიტეტი) მოიაზრება; გიორგი ახვლედიანის მითითებით, „აბასთუმანი“ აბაზაძეთა უბანს უნდა აღნიშნავდეს. ამავე ძირისაა გვარი აბაზაშვილი.

1995 წლისთვის საქართველოში ცხოვრობდა 550 აბაზაძე.[1] 2019 წელს ფიქსირდება 500.[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მაისურაძე, ი., ქართული გვარსახელები, გვ. 15, თბ., 1990.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]