Lamb

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Lamb

ბიოგრაფია
წარმოშობა მანჩესტერი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი ტრიპ-ჰოპი
ელექტრონული მუსიკა
დრამ-ენ-ბეისი
აქტიური 1996 — 2004,
2009 — დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Mercury Records
Koch Records
Strata Music
წევრები ენდი ბარლოუ
ლუ როუდსი
საიტი www.lambofficial.com
Lamb ვიკისაწყობში
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

Lamb (ლემბი, ინგლ. კრავი) — ბრიტანული მუსიკალური დუეტი, ჩამოყალიბებული მანჩესტერში 1994 წელს. მის შემადგენლობაში არიან პროდიუსერი ენდი ბარლოუ და ვოკალისტი, სიმღერების ავტორი ლუ როუდსი. Lamb-ის მუსიკას მიაკუთვნებენ ტრიპ-ჰოპს, დრამ-ენ-მეისს და ჯაზს. ყველაზე დიდ წარმატებას ჯგუფმა მიაღწია სინგლებით Górecki და Gabriel.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფი დააარსეს ბარლოუმ და როუდსმა, მაგრამ მოგვიანებით მათ შეუერთდათ ბასისტი ჯონ თორნი (John Thorne), გიტარისტი ოდურ მარ რუნარსონი (ისლ. Oddur Mar Runnarson) და დრამერი ნიკოლაი ბიერე (დან. Nikolaj Bjerre). თანამშრომლობისთვის ხშირად იყვნენ მოწვეულები ლონდონის სიმებიანი ტრიო Chi 2 Strings და მესაყვირე კევინ დეივი (Kevin Davy).

ჯგუფის პირველი ალბომი, Lamb, გამოვიდა 1996 წლის სექტემბერში. მას, შემდეგი რვა წლის განმავლობაში, მოჰყვა სამი სრულფორმატიანი ალბომი, მრავალი სინგლი და 2004 წლის ივნისში ჰიტების კრებული Best Kept Secrets. წარმატებული დებიუტის და კრიტიკოსების კარგი შეფასებების მიუხედავად, Lamb-მა ვერ მოიპოვეს წარმატება ბრიტანეთის საზღვრებს მიღმა და 2000-იანი წლებისთვის კონცერტებით მხოლოდ იშვიათად გამოდიოდნენ. 2004 წლის ბოლოს ბარლოუმ და როუდსმა განაცხადეს ჯგუფის დაშლის შესახებ და სოლო კარიერებით დაკავდნენ.

როუდსმა გამოუშვა თავისი სადებიუტო სტუდიური ალბომი Beloved One საკუთარ ლეიბლ Infinite Bloom-ზე 2006 წელს, ხოლო ბარლოუ მუშაობდა პროექტზე სახელწოდებით Hoof (რუნარსონთან ერთად). Hoof-ს ჰქონდა რამდენიმე ცოცხალი გამოსვლა, თუმცა სტუდიური ალბომი დღემდე არ არის გამოშვებული. ბარლოუ მუშაობდა ასევე პროქტ „Luna Seeds“-ში ვოკალისტ და სიმღერების ავტორ Carrie Tree-სთან ერთად.

ხელახალი გაერთიანება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წლის თებერვალში, მუსიკალურ ფესტივალ Big Chill-ის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ Lamb ხელახლა შეიკრიბება, 2009 წლის აგვისტოს გამოსვლისთვის.[1] შემდგომში ჯგუფმა განაცხადა ორი გამოსვლის შესახებ, Cactus Festival-ზე და Beautiful Days Festival-ზე. განცხადებები იმის შესახებ, რომ გამოსვლები იქნება ერთჯერადი ან, პირიქით, ჯგუფი ამზადებს ახალ მასალას, არ გაკეთებულა.

2009 წლის მაისში Lamb-მა გამოაცხადა 2009 წლის ტურნეს და გეგმების შესახებ, გამოეცათ Live CD/DVD ალბომი, ჩაწერილი ამსტერდამში 2004 წელს.

Lamb-ის მეხუთე სტუდიური ალბომი, „5“, გამოვიდა 2011 წლის 5 მაისს, ფანების ფინანსური დახმარებით. საიტზე წინასწარი შეკვეთისას ყველას ეძლეოდა 2800 ხელით დანომრილი სპეციალური გამოშვების ეგზემპლარიდან ერთ-ერთი. ასევე მხარდამჭერების სახელები ჩამოთვლილი იყო სპეციალურ ბუკლეტზე. ალბომის ჩვეულებრივი ვერსია გამოვიდა Strata Music ლეიბლზე 9 ივნისს.

ჯგუფის ახალი ალბომი, Backspace Unwind, გამოვიდა 2014 წლის 13 ოქტომბერს ოთხ ფორმატში.[2] მასში შევიდა ორი სინგლი: We Fall in Love (2014) და In Binary (2015).

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1996 „Lamb“
  • გამოიცა: 1996
  • ლეიბლი: Fontana Records
  • ფორმატები: CD, LP
  • პოციზია ჩარტში UK #109
1999 „Fear of Fours“
  • გამოიცა: 1999
  • ლეიბლი: Fontana Records / Mercury Records
  • ფორმატები: CD, Double LP
  • პოციზია ჩარტში UK #37, AU #25, NL #61, NOR #22
2001 „What Sound“
  • გამოიცა: 2001
  • ლეიბლი: Mercury Records
  • ფორმატები: CD, Double LP, DI
  • პოციზია ჩარტში UK #54, AU #40, BEL #16, GER #87, NL #65
2003 „Between Darkness and Wonder“
  • გამოიცა: 2003
  • ლეიბლი: Mercury Records
  • ფორმატები: CD, LP, DI
  • პოციზია ჩარტში UK #96, BEL #20, CH #82, PT #13
2011 „5“
  • გამოიცა: 2011
  • ლეიბლი: Lamb / Strata Music Group
  • ფორმატები: CD, Double LP, DI
  • პოციზია ჩარტში BEL #51
2014 „Lamb“ - (2014 წლის გამოცემა)
  • გამოიცა: 10 March 2014
  • ლეიბლი: Music On Vinyl
  • ფორმატები: Double LP
2014 „Backspace Unwind“
  • გამოიცა: 13 Oct 2014
  • ლეიბლი: Strata/Butler Records
  • ფორმატები: CD, LP, DI
  • პოციზია ჩარტში UK #112, BEL (Vl) #44, BEL (Wa) 93, NL #46

კომპილაციური ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკონცერტო ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2011 Live at Koko Strata Music

სინგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Lamb[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1996 „Cotton Wool“
  • 1996 „Gold“
    • UK #132
  • 1996 „God Bless“
    • UK #92
  • 1997 „Górecki“

Fear of Fours[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1999 „B Line“
  • 1999 „All in Your Hands“
  • 1999 „Softly“

What Sound[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2001 „Gabriel“
  • 2002 „Sweet“

Between Darkness and Wonder[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2004 „Wonder“
    • UK #81

5[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2011 „Build a Fire“
  • 2012 „Butterfly Effect“

Backspace Unwind[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2014 „We Fall in Love“
  • 2015 „In Binary“

DVD[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2004 The Fall & Rise of the Fools Ark (Dadara და Jesse)
  • 2011 „Live at the Paradiso" (2004) Strata Music

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Big Chill features. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-07. ციტირების თარიღი: 2015-11-09.
  2. ალბომის განხილვა ოფიციალურ საიტზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-20. ციტირების თარიღი: 2015-11-09.
  3. ultratop.be – Lamb – Best Kept Secrets – The Best Of Lamb 1996–2004
  4. Roberts, David (2006). British Hit Singles & Albums, 19th, London: Guinness World Records Limited, გვ. 311. ISBN 1-904994-10-5. 
  5. 5.0 5.1 5.2 ChartArchive.org – Lamb(Link redirected to OCC website)
  6. „Hits of the World“. Billboard. 18 May 2002. ციტირების თარიღი: 15 September 2012. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Lamb&oldid=4512913“-დან