ჰინუხური ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰინუხური ენა
გავრცელებულია რუსეთის დროშა რუსეთი
ლინგვისტური კლასიფიკაცია დიდოური ენები
რუკა
მოლაპარაკეთა არეალი
მოლაპარაკეთა არეალი

მოლაპარაკეთა არეალი

ჰინუხური ენა (ჰინუზას მეც) — იბერიულ-კავკასიური ენების დაღესტნურ ენათა ხუნძურ-ანდიურ-დიდოურ ქვეჯგუფის ენობრივი ერთეული. იგი შეიძლება განხილულ იქნეს ასევე, როგორც დიდოური ენის დიალექტი.

ჰინუხურ ენაზე ლაპარაკობენ რუსეთის ფედერაციის დაღესტნის რესპუბლიკის წუნტის რ-ნის ერთ აულში — ჰინუხში (ჰინუხურად: ჰინუჴო). მოლაპარაკეთა რიცხვი 500 კაცამდე აღწევს. ჰინუხელები (ჰინუზიბე) სამწერლობო ენის სტატუსით იყენებენ ხუნძურ და ქართულ ენებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]