დიდოური ენები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

დიდოური ენებიიბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის დაღესტნური ენების ხუნძურ-ანდიურ-დიდოური ქვეჯგუფის ენები.

ცნობები დიდოელებისა და დიდოეთის შესახებ მოიპოვება „ქართლის ცხოვრებაში". დიდოური ენებზე მოლაპარაკენი (12000 კაცზე მეტი) ცხოვრობენ სამხრეთ-დასავლეთ დაღესტანში და მდინარე სულაკის ხეობის მიმდებარე რაიონებში. დიდოური ენებია დიდოური (ანუ ცეზური), ჰინუხური, ხვარშიული, კაპუჭური (ანუ ბეჟიტური) და ჰუნზიბური. ზოგ მკვლევარს ჰინუხური ენა დიდოურის დიალექტად მიაჩნია; ხოლო კაპუჭურ-ჰუნზიბური – ერთ ენად (ე. ლომთაძე). დიდოური ენების ხმოვანთა სისტემისათვის საერთოა მარტივი (ა, ე, ი, ო, უ) ხმოვნები. რთულ ხმოვანთაგან ყველგანაა სათანადო გრძელი სახეობანი; ზოგ ენაში დასტურდება ვიწრო, ლაბიალიზებული, უმლაუტიანი და ნაზალიზებული ხმოვნები. თანხმოვანთა სისტემაში თავისებურებას ქმნიან ნუნისმიერი ლატერალები (ლ, ლ‘, ტ) და ფარინგალიზებული თანხმოვნები (ღ‘, ხ‘, პ‘, ყ‘). ხუნძურ-ანდიური ენებისაგან განსხვავებით, აქ დაკარგულია კორელაცია „ინტენსიური-არაინტენსიური“. სახელთა მორფოლოგიაში აღსანიშნავია ძირითად ბრუნვებში ინსტრუმენტალისი; გვაქვს ერთდა რამდენიმეთანდებულიანი ბრუნვა, ერთ- და ორფუძიანი ბრუნება. გრამატიკულ კლასთა სისტემა ოთხწევრაა; მხ. და მრ. რიცხვების ფორმათა შეხამება ქმნის ექვსწევრა სისტემასაც (ჰუნზიბურში). ზმნური კატეგორიები ძირითადად ერთი და იგივეა: საერთო ინფინიტივი და დრო-კილოთა ერთი წყება, ზმნის კლასოვანი უღვლილება; ზმნაში შეიმჩნევა გვარის ჩანასახი [მაგ., დიდოურში – ჭარა-კა (გარდამავალი), ჭარა-ლ-ა (გარდაუვალი) – „გამოღვიძება“]. დიდოური ენებში წინადადება შეიძლება იყოს ნომინატიური, ერგატიული, დატიური, ლოკატიური ან პოსესიური კონსტრუქციისა. არა აქვს რთული ქვეწყობილი წინადადება, მის მაგივრობას ზმნის საგარემოებო ფორმები ეწევა. დიდოური ენებში ისტორიულად მახვილი მოძრავი და დინამიკური იყო, თანაც ინტენსიური. ამჟამად სიძლიერის მხრივ საკმაოდ დასუსტებულია, მოძრავი ხასიათი კი შენარჩუნებული აქვს. ლექსიკაში ბევრია ხუნძურიდან შეთვისებული სიტყვები. შეიმჩნევა ქართული ენის გავლენაც. დიდოური ენები უმწერლობო ენებია. ამ ენებზე მოლაპარაკე ტომები სამწერლობო ენად ხუნძურს იყენებენ და ეროვნებითაც ხუნძებად აღირიცხებიან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბურჭულაძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 424-425.
  • ლომთაძე ე., სიტყვათმახვილი დიდოურ ენებში, თბ., 1984;
  • ლომთაძე ე., დიდოურ ენათა ვოკალიზმის დიაქრონიული ანალიზი, თბ., 1994;
  • Бокарев Е. А., Цезские языки, კრ.: Языки народов СССР, т. 4. Иберийско- кაвкაзცкие языки, М., 1967;
  • Гудава Т. Е., Историко-сравнительный анализ консонантизма дидойских языков, Тб., 1979;
  • Дирр А. М., Материалы для изучения языков и наречий андо-дидойской группы, «Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа», 1909, в. 40;
  • Имнаишвили Д. С., Дидойский язык в сравнении с гинухским и хваршийским языками, Тб., 1963.