წუნტის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წუნტის რაიონი (რუს. Цунтинский район) — რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული და მუნიციპალური წარმონაქმნი დაღესტნის რესპუბლიკაში. ადმინისტრაციული ცენტრი — წუნტა.

ადმინისტრაციული მოწყობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წუნტის რაიონში დიდოელებით დასახლებული 48 აული ერთიანდება რვა სასოფლო საბჭოში:

  1. ქიდარო (რუს. Кидеро);
  2. თლერუთლი (რუს. Терутли);
  3. ქიმიაჰლი (რუს. Кимятли);
  4. ჰლაცუტი (რუს. Тляцуда);
  5. ჰიბიათლი (რუს. Хибиятль);
  6. შაიტლი (რუს. Шаитли);
  7. შაფიხი (რუს. Шапих);
  8. შაური (რუს. Шаури).

აულთა საერთო სახელებია: ასახი, აქდე, ბერიხი, გუტადლი, ელბოყი, ვიწიათლი, ზეხიდა, თლერუთლი, იცირახი, იჰაა, მახალათლი, მიშოლი, რეტლო, უდოყი, ქედირო, ქიონი, ღაღათლი, შია, ჩალიახი, ცებარი, ციციმახი, ციხოყი, ცოქოყი, ჭაატლი, ხებათლი, ხეთოხი, ხუტლო, ხუტროხი, ხუფრი, ხუშეთი, ჰიბიათლი, ჰინოხი, ჰიჩაა, ჰუალახი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • არდოტელი ნ. „დიდოური ენა“, თბ., 2007, გვ. 11-13