შინაარსზე გადასვლა

ჯუმბერ დოჭვირი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯუმბერ დოჭვირი
დაბ. თარიღი 25 ივლისი, 1946(1946-07-25) (78 წლის)
დაბ. ადგილი ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ელექტროინჟინერი
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი და ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი

ჯუმბერ ნიკოლოზის ძე დოჭვირი (დ. 25 ივლისი, 1946, ქუთაისი) — ქართველი ენერგეტიკოსი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (2002). 2017 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი (ემერიტუსი). 2002–2017 წლებში იყო სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სრული პროფესორი.[1]

1969 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი. სამუშაოდ დატოვეს იქვე, სამრეწველო საწარმოთა ელექტრომოწყობილობების კათედრაზე. 1970 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. 1974–1977 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში ლენინგრადის ელექტროტექნიკურ ინსტიტუტში. 1978 წლიდან დაბრუნდა მშობლიურ კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1977 წელს ლენინგრადის ელექტროტექნიკურ ინსტიტუტში, ხოლო სადოქტორო დისერტაცია 2002 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

ჯუმბერ დოჭვირის სამეცნიერო კვლევის თემაა: მრავალლილვიანი მექანიზმებისთვის შედგენილი მრავალძრავიან ამძრავთა სისტემების შესწავლა, დანერგვა და გამოყენება. გამოქვეყნებული აქვს 110-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 2 მონოგრაფია და 10 სახელმძღვნელო. საქართველოს სახალხო მეურნეობათა გამოფენაზე მიღებული აქვს პირველი ხარისხის სიგელი (1984).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]