ჯორჯ VI-ის შელფური მყინვარი
ჯორჯ VI-ის შელფური მყინვარი
| |
---|---|
კოორდინატები: 71°45′ ს. გ. 68°00′ დ. გ. / 71.750° ს. გ. 68.000° დ. გ. | |
ფართობი | 24 ათ. კმ² |
სიგრძე | 450 კმ |
სიგანე | 20–70 კმ |
ჯორჯ VI-ის შელფური მყინვარი — დიდი შელფური მყინვარი დასავლეთ ანტარქტიდაში. მოქცეულია ალექსანდრე I-ის მიწასა და პალმერის მიწას შორის. დასავლეთით ესაზღვრება ალექსანდრეს კუნძული, ხოლო აღმოსავლეთით ანტარქტიკის ნახევარკუნძული.[1]
უკავია ჯორჯ VI-ის ზუნდის მთლიანი ტერიტორია. სიგრძე 450 კმ, სიგანე 20–70 კმ, ფართობი დაახლოებით 24.000 კმ², საშუალო სისქე 250 მ. საზრდოობს პალმერის მიწის პლატოდან ჩამოცოცებული მყინვარებით. ნოემბრიდან თებერვლამდე ზედაპირის მნიშვნელოვანი ნაწილი დნება, რის შედეგადაც 4500 კმ² ფართობზე წარმოიქმნება მდნარი ტბები.[1]
წყალსატევების ზომები იცვლება სიღრმით რამდენიმე სანტიმეტრიდან რამდენიმე მეტრამდე და ფართობით რამდენიმე კვადრატული მეტრიდან რამდენიმე კვადრატულ კილომეტრამდე. ტბათა უმეტესობას აქვს წაგრძელებული და ბაბთისებრი ფორმა, რის გამოც ამ ტბებს ხშირად „ბაბთისებრ ტბებს“ უწოდებენ. აქვს ორი მყინვარის ფრონტი და განსხვავებული კლიმატური მდგომარეობა.[2]
ჩრდილოეთი და სამხრეთი მყინვარის ფრონტი უკანასკნელ ათწლეულში უკან იხევს, თუმცა მიუხედავად ამისა, მყინვარის საერთო ფართობი არსებითად არ შეცვლილა.[2]
აღმოაჩინა ლინკოლნ ელსუორთმა 1935 წელს.[3] სახელი უწოდა ანტარქტიდულ სახელწოდებათა ბრიტანულმა კომიტეტმა გაერთიანებული სამეფოს მეფის ჯორჯ VI-ის პატივსაცემად 1975 წელს.[4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Lakes on George VI Ice Shelf, Antarctica | British Antarctic Survey
- ↑ 2.0 2.1 Overview of areal changes of the ice shelves on the Antarctic Peninsula over the past 50 years
- ↑ Fred G. Alberts. Geographic Names of the Antarctic. Second Edition, 1995
- ↑ Antarctica Detail | United States Geological Survey