შინაარსზე გადასვლა

ჯო ზავინული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯო ზავინული

ჯო ზავინული და The Zawinul Syndicate (ფრაიბურგი, გერმანია, 2007)
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი იოზეფ ერიხ ზავინული
დაბ. თარიღი 7 ივლისი, 1932
დაბ. ადგილი ვენა, ავსტრია
გარდ. თარიღი 11 სექტემბერი, 2007 (75 წლის)
გარდ. ადგილი ვენა
დასაფლავებულია ვენის ცენტრალური სასაფლაო
ჟანრ(ებ)ი ჯაზი, ჯაზ-ფიუჟენი, მსოფლიო მუსიკა
საქმიანობა მუსიკოსი
ინსტრუმენტ(ებ)ი კლავიშებიანი საკრავები, პერკუსია, დასარტყმელი საკრავები, გიტარა
აქტიური 1949–2007
ლეიბლ(ებ)ი Columbia, ESC
საიტი joezawinul.com
ჯო ზავინული ვიკისაწყობში

იოზეფ ერიხ „ჯო“ ზავინული (დ. 7 ივლისი, 1932 — გ. 11 სექტემბერი, 2007)[1]ავსტრიელი ჯაზ-კლავიშისტი და კომპოზიტორი.

პირველად ჯო ცნობილი გახდა საქსოფონისტ კენონბოლ ედერლისთან ერთად, შემდგომში კი გადავიდა მაილზ დეივისის ბენდში და იქცა ჯაზ-ფიუჟენის ერთ-ერთ დამაარსებლად - ჟანრის, რომელშიც ჯაზის ელემენტები გაერთიანდა როკ და მსოფლიო მუსიკასთან. დააარსა ჯგუფები Weather Report და The Zawinul Syndicate. იყო ელექტრონული პიანინოს და სინთეზატორის ერთ-ერთი პიონერი, ხოლო გამოცემა „Down Beat“-ის მკითხველებმა იგი 28-ჯერ დაასახელეს „საუკეთესო ელექტრონულ კლავიშისტად“.[2] ზავინულის შესრულების სტილში დომინირებენ სპეციფიკური მელოდიური იმპროვიზაციები, რომლებიც მოიცავენ ბიბოპის, ეთნიკური და პოპ-მუსიკის სტილებს – იშვიათი, მაგრამ ბიგ-ბენდისთვის დამახასიათებელი აკორდების ან ბას-პარტიების რიტმული შესრულებით. Weather Report-ში იგი ხშირად იყენებდა ვოკოდერს, ისევე, როგორც წინასწარ ჩაწერილ ხმებს, რომლებიც გატარებული იყო სინთეზატორში და გამოიყენებოდა სემპლირების სახით. ამით იქმნებოდა ჯაზური ჰარმონიების და ხმაურის შერწყმა.

სხვადასხვა შემსრულებელმა ჯოს მიუძღვნა საკუთარი კომპოზიციები. მათ შორის აღსანიშნავია ბრაიან ინოს „Zawinul/Lava“, ჯონ მაკლაფლინის „Jozy“, უორენ კუკურულოს „Hey Zawinul“, ბობ ბოლდუინის „Joe Zawinul“, ჩუჩო ვალდესის „Zawinul's Mambo“, ბირელი ლაგრენის „Josef“ და ტონინიო ჰორტას „Balada para Zawinul“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Richard S. Ginell. Joe Zawinul | Biography & History. AllMusic. ციტირების თარიღი: 2016-01-11.
  2. [1] დაარქივებული February 11, 2010, საიტზე Wayback Machine.