შინაარსზე გადასვლა

ჯაყის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ციხესიმაგრის ნანგრევები მდ. ჯაყისწყალზე (ჯაყ-სუ). 1905 წ.

ჯაყის ციხეშუა საუკუნეების ციხესიმაგრე ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, სამცხეში, სამცხის ათაბაგთა რეზიდენცია. აქედან წარმოდგება მათი საგვარეულო სახელწოდება — ჯაყელი. წყაროებში იხსენიება XVI საუკუნიდან. მდებარეობდა მდინარე ფოცხოვისწყლის მარჯვენა შენაკადის — ჯაყისწყლის მარჯვენა ნაპირზე (ზუსტად არ არის ლოკალიზებული). მდინარის მარჯვენა ნაპირზე შუა საუკუნეების ორი ციხესიმაგრეა — ყარა-ბოინა და ჭანჭახი. ვარაუდით ერთ-ერთი ჯაყის ციხე უნდა იყოს. ადგილი ამჟამად თურქეთის ფარგლებშია.