ხვართქლა
იერსახე
ხვართქლა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Convolvulus | ||||||||||||
|
ხვართქლა (ლათ. Convolvulus) — მცენარეთა გვარი ხვართქლასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახები და ბუჩქებია. უმრავლესობა ხვიარაა.
250-მდე სახეობა გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. მთელს საქართველოში გავრცელებულია Convolvulus arvensis. ხვართქლა სარეველაა, იზრდება ნათესებში, გზის პირებზე, მთის შუა სარტყელამდე. შხამიანია, მაგრამ თივაში უვნებელი ხდება.
Convolvulus persicus ზღვისპირა ქვიშნარებზე იზრდება და დეკორატიულია, ხოლო უდაბნოს სახეობები (Convolvulus erinaceus, Convolvulus divaricatus) ძვირფას საკვებ მცენარეებს წარმოადგენს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 475.