ხვართქლასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ხვართქლასებრნი
Impomoea imperati
Impomoea imperati
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  ხვართქლასებრნი
ლათინური სახელი
Convolvulaceae

ხვართქლასებრნი (ლათ. Convolvulaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ბალახები, ნახევრად ბუჩქები, ბუჩქები, იშვიათად პატარა ხეებია. უმრავლესობა ხვიარაა. ყვავილები ხშირად დიდია, ორსქესიანი, მარტოული ან ყვავილედებში თავმოყრილი. ნაყოფი ჩვეულებრივ კოლოფია, იშვიათად კაკლისებრი. ზოგი მათგანი რძისებრ სითხეს ან ფისს შეიცავს.

ოჯახში 50-მდე გვარის 1500-მდე სახეობაა. უმთავრესად გავრცელებული არიან ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. საქართველოში გავრცელებულია 2 გვარის (დიდი ხვართქლა და ხვართქლა) 7 სახეობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]