ხვართქლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხვართქლა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  ხვართქლასებრნი
გვარი:  ხვართქლა
ლათინური სახელი
Convolvulus

ხვართქლა (ლათ. Convolvulus) — მცენარეთა გვარი ხვართქლასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახები და ბუჩქებია. უმრავლესობა ხვიარაა.

250-მდე სახეობა გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. მთელს საქართველოში გავრცელებულია Convolvulus arvensis. ხვართქლა სარეველაა, იზრდება ნათესებში, გზის პირებზე, მთის შუა სარტყელამდე. შხამიანია, მაგრამ თივაში უვნებელი ხდება.

Convolvulus persicus ზღვისპირა ქვიშნარებზე იზრდება და დეკორატიულია, ხოლო უდაბნოს სახეობები (Convolvulus erinaceus, Convolvulus divaricatus) ძვირფას საკვებ მცენარეებს წარმოადგენს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]