შინაარსზე გადასვლა

ხახვისთავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხახვისთავა
ხახვისთავა
Centaurea macrocephala
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Centaurea macrocephala

ხახვისთავა (ლათ. Centaurea macrocephala; syn. Grossheimia macrocephala) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა 1 მ-მდე სიმაღლისა. ქვედა ფოთლები — მოგრძო-ლანცეტაა, ღეროსეული ფოთლები ლანცეტაა, მჯდომარე, ზომით თანდათან მცირდება.

კალათები მსხვილია, სფეროსებრი, 30-50 მმ დიამეტრის, მათ საბურვლის ფოთალაკები მრავალრიგადაა განლაგებული, დანამატები სიფრიფანაა, ყვავილები კაშკაშა ყვითელია.

იზრდება მთის ზედა სარტყელებში, ტყეებში ტყის პირებსა და მაღალბალახეულებში.

  • დ. მცხვეთაძე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ტყეპარკის თაიგული, თბ. 2001