ხახვისთავა
იერსახე
| ხახვისთავა | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Centaurea macrocephala | ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Centaurea macrocephala | ||||||||||||
| ||||||||||||
ხახვისთავა (ლათ. Centaurea macrocephala; syn. Grossheimia macrocephala) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა 1 მ-მდე სიმაღლისა. ქვედა ფოთლები — მოგრძო-ლანცეტაა, ღეროსეული ფოთლები ლანცეტაა, მჯდომარე, ზომით თანდათან მცირდება.
კალათები მსხვილია, სფეროსებრი, 30-50 მმ დიამეტრის, მათ საბურვლის ფოთალაკები მრავალრიგადაა განლაგებული, დანამატები სიფრიფანაა, ყვავილები კაშკაშა ყვითელია.
იზრდება მთის ზედა სარტყელებში, ტყეებში ტყის პირებსა და მაღალბალახეულებში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დ. მცხვეთაძე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ტყეპარკის თაიგული, თბ. 2001