ხანგაი
ხანგაი | |
---|---|
კოორდინატები: 47°30′ ჩ. გ. 100°00′ ა. გ. / 47.500° ჩ. გ. 100.000° ა. გ. | |
ქვეყანა | მონღოლეთი |
უმაღლესი წერტილი | ოტონ-ტენგერი |
სიმაღლე | 4000 მ |
ხანგაი (მონღ. Хангайн нуруу) — ქედი მონღოლეთის ცენტრალურ ნაწილში. წარმოადგენს ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანისა და ცენტრალური აზიის მთავარი წყალგამყოფის ნაწილს.
ხანგაის ქედი ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია დაახლოებით 700 კმ-ზე, სიგანე 200 კმ-მდე. გაბატონებული სიმაღლეები 2000–3000 მ, მაქსიმალური სიმაღლე 4000 მ (მთა ოტონ-ტენგერი).[1] გვხვდება ძველი გამყინვარების კვლები. ჩრდილოეთი კალთის მდინარეთა ქსელი სელენგას მიეკუთვნება, ხოლო სამხრეთი შედარებით ციცაბო კალთის მდინარეები ან მარილიან ტბებში ჩაედინებიან ან გობის უდაბნოში იკარგებიან.[2]
უმეტესწილად აგებულია პალეოზოური ასაკის გრანიტებით, ფიქლებით, ქვიშაქვებითა და ახალგაზრდა ბაზალტებით. მწვერვალები დიდწილად ბრტყელია, კალთები ჩაჭრილია მდინარეთა ღრმა და ფართო ხეობებით. ხანგაიში არის რკინის მადნის, ოქროს, სანახელავო ქვების საბადოები, მინერალური წყაროები. გვხვდება მცირე ზომის მტკნარი და მარილიანი ტბები.[3]
ბევრია არქეოლოგიური ძეგლი. შემოსილია მშრალი ნაირბალახოვანი მარცვლოვანი სტეპის მცენარეულობით. ჩრდილოეთ კალთებზე ტყის ცალკეული მასივებია. რეზერვატები.[4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 18 Mountain Summits with Prominence of 1,500 meters or greater
- ↑ Hangayn Mountains | Encyclopedia Britannica www.britannica.com
- ↑ Словарь современных географических названий. Екатеринбург: У-Фактория. 2006.
- ↑ Хангай | Большая российская энциклопедия www.bigenc.ru