წყალქვეშა კამუფლაჟი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფოთლისებრი ზღვის დრაკონი წყალმცენარეების მსგავსი შეფერილობითა და ქცევით მტაცებლებისგან თავს იცავს

წყალქვეშა კამუფლაჟიკრიპსისის (დაკვირვებისგან თავის არიდების) მიღწევის მეთოდების ერთობლიობა, რომელიც წყლის ორგანიზმებს მტაცებლებისგან შეუმჩნევლად დარჩენაში ეხმარება.

წყალქვეშა კამუფლაჟი ხმელეთზემცხოვრები ორგანიზმების კამუფლაჟისგან განსხვავდება. წყალქვეშა კამუფლაჟის სამი მთავარი მეთოდდია: გამჭვირვალობა, არეკლვა და აქტიური კამუფლაჟი (Counter-illumination). ოკეანეების ზედაპირიდან 100 მეტრის სიღმემდე წყალქვეშა კამუფლაჟის ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდები გამჭვირვალობა და არეკლვაა. მესამე მეთოდი ზედაპირიდან 100 მეტრის სიღრმიდან 1000 მეტრ სიღრმემდე გამოიყენება. 1000 მეტრის სიღრმეზე კამუფლაჟი ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება.

წყალმარჩხებში კამუფლაჟი უფრო მეტად ჰგავს ხმელეთის ორგანიზმების კამუფლაჟს, ვიდრე ღრმა წყლების ორგანიზმთა კამუფლაჟი. ზოგიერთი ცხოველი დამატებით მეთოდებს იყენებს. მაგალითად, დეკორატორი კიბორჩხალები თვითდეკორირებას მიმართავენ. ისეთი როგრანიზმები, როგორიცაა ფოთლისებრი ზღვის დრაკონი - მიმეზისს. საწინააღმდეგო შეფერილობას (კამუფლაჟის მეთოდი, რომლის დროსაცცხოველები სხეულის ზედა ნაწილი მუქი ფერითაა დაფარული, ხოლო ქვედა - ღია ფერით) თევზების ბევრი სახეობა იყენებს, მათ შორის - ზვიგენები. აქტიურ კამუფლაჟს, ფერების სწრაფ ცვლილებას არაერთი სახეობას რვაფეხები, კალმარები და ზღვის მოლუსკები იყენებენ.

კონტექსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიღბვის შესაძლებლობა მტაცებლებსა და მსხვერპლს შორის არსებობისთვის ბრძოლასი გადასარჩენ უპირატესობას წარმოადგენს. ოკეანეებში ბუნებრივი გადარჩევის მეშვეობით კამუფლაჟის არაერთი მეთოდი განვითარდა.[1]

მეთოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყალქვეშა კამუფლაჟის უმთავრესი მეთოდებია:გამჭვირვალობა, არეკლვა და აქტიური კამუფლაჟი.[2][3][4] კამუფლაჟის მეთოდები ოკეანის სიღრმის მიხედვით იცვლება: 100 მეტრის სიღრმემდე გამჭვირვალობისა და არეკლვის მეთოდები გამოიყენება, 100-დან 1000 მეტრის სიღრმემდე — აქტიური კამუფლაჟი, ხოლო უფრო სიღრმეებში კამუფლაჟი ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება. ღია ზღვების არსებათა უმრავლესობა ამ მეთოდთაგან სულ ცოტა ერთს მაინც იყენებს.

გამჭვირვალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამჭვირვალობა ღია წყლების ცხოველთა კამუფლაჟის მთავარი მეთოდია. ამ მეთოდს პლანქტონი პლანქტონების მრავალი სახეობა იყენებს და უფრო დიდ ორგანიზმებშიც გვხვდება: მედუზებთან, გარსიანებთან და სავარცხლურებთან. წყლის ზედაპირის მახლობლად მოტივტივე ორგანიზმების უმრავლესობა ძალიან გამჭვირვალეა, რაც მათთთვის შესანიშნავ კამუფლაჟს წარმოადგენს. ჟელატინური პლანქტონური ორგანიზმები 50-დან 90%-მდე გამჭვირვალე არიან. 50%-იანი გამჭვირვალობა საკმარისია 650 მეტრის სიღრმეზე მტაცებლებისგან თავის დასაღწევად. წყლის ზედაპირთან სიახლოვისას უფრო მეტი გამჭვირვალობაა საჭირო, რადგანაც სინათლე ატანს და მტაცებლები უკეთესად ხედავენ. გამჭვირვალობა ყველაზე ეფექტურია ღრმა წყლებში.[5]

მიმეზისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიმეზისს ისეტი ორგანიზმებ მიმართავენ, როგორიცაა ფოთლისებრი ზღვის დრაკონი, Phycodurus eques და ფოთლისებრი მორიელი თევზი (Taenianotus triacanthu), რომლებიც სხეულის ნაწილებს მცენარეებისა და ქვების შეფერილობას უხამებენ.[6][7][8] თევზის სახეობა Novacuichthys taeniourus-ის შემთხვევაში ახალშობილებისა და ზრდასრულების მოძრაობაში განსხვავება შეიმჩნევა. ახალშობილები წყალმცენარეებს ეხამებიან, ვერტიკალურ პოზიციაში თავდახრილი დაცურავენ და ისე იქცევიან, რომ წყალმცენარის მოლივლივე ნაწილს ემსგავსებიან.[9]

თვითმორთვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თვითმორთული ზღვის ზღარბი

თვითმორთვა წყლის ცხოველების სხვადასხვა ჯგუფში გვხვდება. მაგალითად, დეკორატორი კიბორჩხალა გარემოდან ცოცხალ ორგანიზმებსა და არაცოცხალ მასალებს საკუთარი კამუფლაჟისთვის იყენებს. Eupagurus cuanensis კამუფლაჟისთვის ნარინჯისფერ ღრუბელს Suberites domuncula-ს იყენებს, რომელსაც ცუდი გემო აქვს და თევზები არ ჭამენ.[10]

ზღვის ზღარბები შენიღბვისთვის ქვების ნამსხვრევებს, ნაჭუჭებს, წყალმცენარეებსა და ზოგჯერ ზღვის ანემონებსაც იყენებენ. [11]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sewell, Aaron. (March 2010) Aquarium Fish: Physical Crypsis: Mimicry and Camouflage. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 მარტი 2010. ციტირების თარიღი: 28 April 2010.
  2. Johnsen, Sönke (December 2001). „Hidden in Plain Sight: The Ecology and Physiology of Organismal Transparency“. Biological Bulletin. 201 (3): 301–318. doi:10.2307/1543609. JSTOR 1543609. PMID 11751243.
  3. McFall-Ngai, Margaret J (1990). „Crypsis in the Pelagic Environment“. American Zoologist. 30 (1): 175–188. doi:10.1093/icb/30.1.175.
  4. Herring 2002, pp. 190–195.
  5. Herring 2002, pp. 190–191.
  6. Cott 1940, pp. 341–342.
  7. Leaf Scorpionfish. ციტირების თარიღი: 2010-04-28.
  8. Eight interesting facts about the Leaf Scorpionfish. ციტირების თარიღი: 2010-04-28.
  9. The Dragon Wrasse: The Good, The Bad, and The Beautiful. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 სექტემბერი 2011. ციტირების თარიღი: 19 April 2016.
  10. Cott 1940, pp. 361–362.
  11. Echinoderms. ციტირების თარიღი: 2010-04-28.