შინაარსზე გადასვლა

წურწყაბის ციხე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წურწყაბის ციხე
მდებარეობა თურქეთის დროშა თურქეთი
წურწყაბის ციხე — თურქეთი
წურწყაბის ციხე

წურწყაბის ციხეციხესიმაგრე მდებარეობს ისტორიული ყველის ქვეყნის ტერიტორიაზე. მდინარე წურწყაბისწყლის მარჯვენა სანაპიროზე, ამჟამინდელ სოფელ აშიკზულალში.

სოფ. წურწყაბი „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ იხსენიება როგორც ზუზღაბ. სახეცვლილად არის ეს ტოპონიმი წარმოდგენილი ვახუშტი ბატონიშვილთან, როგორც წურწყუმა. „ხოლო წურწყუმას არს ეკლესია გუმბათიანი, კეთილ-შუენიერად ნაგები და დიდი. იჯდა ეპისკოპოზი, მწყემსი ბოცოსწყლისა და ახალციხისწყლის სამხრეთისა, ვიდრე მტკურადმდე, და ერუშეთისა, და არსიანის მთამდე”.[1] ეს ეტიმოლოგიური შეცდომა დასაბუთებულად გაასწორა დიმიტრი ბაქრაძემ.

წურწყაბი ისტორიული საქართველოს ერთ-ერთი უძველესი სოფელია, შუა საუკუნეების მნიშვნელოვანი საეპისკოპოსოს წურწყაბლის ეპარქიის ცენტრი. „წეს-განგება დარბაზობისას“ მიხედვით წურწყაბელი ეპისკოპოსი საკმაოდ მაღალი რანგის მღვდელმთავარია. კერძოდ, სამეფო დარბაზობისას იგი მეფის მარცხნივ ზის უნატოდ და უჭირავს მეექვსე ადგილი (ამბა-ალავერდელის, ბოდბელის, ნინოწმინდელის, ანჩელის, მტბევარის შემდგომ). ფაქტობრივად სამხრეთ საქართველოს მღვდელმთავართა შორის მას მესამე პოზიცია უჭირავს ანჩელი (კლარჯეთის) და მტბევარი (შავშეთის) ეპისკოპოსების შემდგომ. მეშვიდე პოზიციაზე-წყაროსთაველი (ჯავახეთის), ხოლო მერვეზე-ერუშნელი (ერუშეთ-არტაანის ეპისკოპოსი). დადაშნელ (კოლას) ეპისკოპოსს ამ ნუსხაში შედარებით მოკრძალებული – 27-ე ადგილი უკავია. ეს მიუთითებს მტკვრის ხეობის პროვინციათა შორის სამცხის და ფოცხოვის მნიშვნელობას, როგორც საეკლესიო იერარქიაში, ასევე მის სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსს.

  • ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები ტ. 1, თბ., 2020 ISBN 978-9941-9675-9-7
  1. ვახუშტი ბაგრატიონი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძიითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. IV, თბილისი, 1973. გვ. 665
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/წურწყაბის_ციხე“-დან