შინაარსზე გადასვლა

წვეროსანასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წვეროსანასებრნი

მამრი წითელთავა წვეროსანა (Eubucco bourcierii)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Capitonidae (Bonaparte, 1838)

წვეროსანასებრნი[1] (ლათ. Capitonidae) — ფრინველთა ოჯახი კოდალასნაირთა რიგისა. მოიცავს 2 (ან 3) გვარის 15 (ან 16) სახეობას. გავრცელებულნი არიან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. გააჩნიათ მოკლე კისერი, დიდი თავი და მასიური ნისკარტი. უმეტესი მათგანი შეფერილია კაშკაშა ფერით და ბინადრობს ტროპიკულ ტყეებში. ბუდეს აკეთებენ ხეებზე, რომელშიც დებენ 2–4 კვერცხს. მიგრაცია არ ახასიათებთ. ახლოს ენათესავებიან ტუკანებს.

  • Short, Lester L. (1991). Forshaw, Joseph, ed. Encyclopaedia of Animals: Birds. London: Merehurst Press. pp. 153–154. ISBN 1-85391-186-0.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. კუტუბიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 568.