შინაარსზე გადასვლა

ძირი, ფუძე, აფიქსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძირი, ფუძე, აფიქსისიტყვის შემდგენელი ნაწილთა აღმნიშვნელი ცნება-ტერმინთა სახელები სიტყვათა მორფოლოგიური ანალიზის დროს.

სიტყვათა მორფოლოგიური ანალიზის დროს ერთმანეთისგან გამოჰყოფენ ფუძეს და მაწარმოებელ ელემენტებს, რომელთაც თავ-თავისი მნიშვნელობა აქვთ. თვითეული მაწარმოებელი ელემენტი, რომელსაც გარკვეული ფუნქცია აქვს, წარმოადგენს მორფემას (ფორმანტს); მაგ., "შეაქებს" სიტყვაში, სხვადასხვა ფორმის შეპირისპირების ნიადაგზე (შეაქებს, შეაქებ, აქებ, უქებ, აქო, იქე და სხვა), გამოიყოფა შემდეგი ელემენტები: შე - ა - ქ - ებ - ს. თვითეულ მათგანს თავისი მნიშვნელობა ახლავს, რომელთა დადგენა მორფოლოგიის საქმეა. ერთი მათგანი იქნება ფუძე (ამ შემთხვევაში ელემენტი), რომელთანაც დაკავშირებულია ძირითადი ლექსიკური მნიშვნელობა სიტყვისა. ფუძეს, რომელიც შემადგენელ ნაწილებად აღარ დაიშლება, ძირი ეწოდება.

სიტყვის ფუძეზე დართულ ყოველგვარ მ ო რ ფ ე მ ა ს ჰქვია ა ფ ი ქ ს ი (სართი). წინ დართულ აფიქსს პ რ ე ფ ი ქ ს ი (ქართ. თავსართი) ჰქვია, ბოლოში დართულს - ს უ ფ ი ქ ს ი (ქართ. ბოლოსართი), შუაში ჩართულს კი - ი ნ ფ ი ქ ს ი (ქართ. ჩასართი).