ძეწნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ძეწნა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანები
ლათინური სახელი
Salix babylonica
დაცვის სტატუსი
en:Data Deficient
არასრული მონაცემები
IUCN Data Deficient : 61960227

ძეწნა, მტირალა ტირიფი (ლათ. Salix babylonica) — ხე ტირიფისებრთა ოჯახისა. სიმაღლე 12-14 მ აღწევს. გრძლად ჩამოშვერილი წვრილი და მოქნილი ტოტები აქვს.

სამშობლოდ ჩრდილოეთ ჩინეთს ან ირანს მიიჩნევენ. ფართოდ არის კულტივირებული დედამიწის ყველა ზომიერ ოლქში. კავკასიაში (შავი ზღვის სანაპირო, თბილისი, ბაქო), ყირიმსა და უკრაინაში კულტივირებულია მისი მტირალა ფორმები. ლამაზი დეკორატიული მცენარეა. ადვილად მრავლდება კალმებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]