ძეწნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ძეწნა
Salix babylonica.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანები
ლათინური სახელი
Salix babylonica

ძეწნა (ლათ. Salix babylonica; მტირალა ტირიფი) — ხე ტირიფისებრთა ოჯახისა. სიმაღლე 12-14 მ აღწევს. გრძლად ჩამოშვერილი წვრილი და მოქნილი ტოტები აქვს. სამშობლოდ ჩრდილოეთ ჩინეთს ან ირანს მიიჩნევენ. ფართოდ არის კულტივირებული დედამიწის ყველა ზომიერ ოლქში. კავკასიაში (შავი ზღვის სანაპირო, თბილისი, ბაქო), ყირიმსა და უკრაინაში კულტივირებულია მისი მტირალა ფორმები. ლამაზი დეკორატიული მცენარეა. ადვილად მრავლდება კალმებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]