ცისფერი ტბა (ხორვატია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია ხორვატიაში მდებარე ტბას ეხება. საქართველოში მდებარე ტბის შესახებ იხილეთ ცისფერი ტბა.
ცისფერი ტბა
ცისფერი ტბა
ცისფერი ტბა
კოორდინატები: 43°27′01″ ჩ. გ. 17°12′38″ ა. გ. / 43.45028° ჩ. გ. 17.21056° ა. გ. / 43.45028; 17.21056
მდებარეობა ხორვატიის დროშა ხორვატია
სიმაღლე ზღვის დონიდან 386–538 
სიგრძე 0,8 კმ
სიგანე 0,25–0,4 კმ
ფართობი 0,4 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 90 
ცისფერი ტბა (ხორვატია) — ხორვატია
ცისფერი ტბა (ხორვატია)

ცისფერი ტბა (ხორ. Modro jezero ან Plavo jezero) — კარსტული ტბა სამხრეთ ხორვატიაში, ქალაქ იმოტსკისთან. სიახლოვეს მდებარე წითელ ტბასთან ერთად უკავია ღრმა კარსტული ძაბრი, რომელიც ჩამოყალიბდა მიწისქვეშა მღვიმის ჩამონგრევის შედეგად.[1] ზედაპირის ფართობი 0,4 კმ², სიგრძე 800 მ, სიგანე 500 მ. თუმცა ეს მონაცემები წყლის დონის შესაბამისად იცვლება. საერთო სიღრმე ზედა კუთხიდან დაახლოებით 220 მ-ია. წყლის სიღრმე იცვლება წელიწადის დროების შესაბამისად. მტკნარწყლიანია. გაზაფხულზე, გარემომცველ მთებში თოვლის დნობისას, მისი სიღრმე 90 მ-ს აღწევს. 1914 წელს წყალმა აიწია 114 მ-მდე და ჩაძირა ძაბრის სამხრეთი კიდე. ზაფხულის ბოლოს ტბა ზოგჯერ მთლიანად შრება.[2] 1907 წელს აშენდა ტბისკენ მიმავალი გზა. 1942 წელს მიწისძვრამ გამოიწვია დიდი მეწყერი, რის შედეგადაც ტბის სიღრმე შემცირდა. ცისფერი ტბა პოპულარული ტურისტული და ექსკურსიული ობიექტია.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]