წითელი ტბა (ხორვატია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წითელი ტბა
წითელი ტბა
წითელი ტბა
კოორდინატები: 43°27′11″ ჩ. გ. 17°11′48″ ა. გ. / 43.45306° ჩ. გ. 17.19667° ა. გ. / 43.45306; 17.19667
მდებარეობა ხორვატიის დროშა ხორვატია
სიმაღლე ზღვის დონიდან 522 
სიგრძე 0,2 კმ
სიგანე 0,2 კმ
ფართობი 0,03 კმ²
წითელი ტბა (ხორვატია) — ხორვატია
წითელი ტბა (ხორვატია)

წითელი ტბა, ცრვენო (ხორ. Crveno jezero) — კარსტული ძაბრი და ტბა სამხრეთ ხორვატიაში, ქალაქ იმოტსკის სიახლოვეს. ცნობილია მრავალრიცხოვანი მღვიმეებისა და მაღალი კლდეების კომპლექსით, რომელთა სიმაღლე წყლის საშუალო დონიდან 241 მ-ია. სიახლოვეს მდებარე ცისფერ ტბასთან ერთად უკავია ღრმა კარსტული ძაბრი, რომელიც ჩამოყალიბდა მიწისქვეშა მღვიმის ჩამონგრევის შედეგად. ტბის სიგრძეა 200 მ, სიგანე 200 მ. მტკნარწყლიანია.

წითელი ტბა მდებარეობს ზღვის დონიდან 522 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,03 კმ². მაქსიმალური სიღრმე 287 მ. კარსტული ძაბრის ერთიანი გამოკვლეული სიღრმე დაახლოებით 530 მ-ია, ხოლო მოცულობა 25-30 მლნ. კუბური მეტრი, რითაც იგი მსოფლიოში სიდიდით მესამე კარსტული ძაბრია.[1] გამდინარეა მიწისქვეშა წყლის გზით, რომელიც ტბის ფსკერის დონის დაბლა ეშვება. ტბის უღრმესი ცნობილი წერტილი 4 მ-ით მდებარეობს ზღვის დონიდან დაბლა.[2]

სპელეოლოგიის მე-13 საერთაშორისო კონგრესზე 2001 წელს გამოაშკარავდა ახალი შედეგები. ტბის აღმოსავლეთ ნაწილში, 175 მ სიღრმეზე აღმოაჩინეს მღვიმური შენაკადი.[3] ტბაში ბინადრობს ენდემური სახეობის თევზი Delminichthys adspersus.[3] სახელი ეწოდა გარემომცველი რკინის ოქსიდით შეფერილი მოწითალო-მოყავისფრო კლდეების გამო.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]