ცირა გელიკაშვილი
ცირა გელიკაშვილი (დ. 3 ნოემბერი, 1943, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.
1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1960–1964 წლებში იყო დუშეთის რაისაავადმყოფოს ექიმი ლაბორანტი. 1964–1965 წლებში თბილისის პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1966–1983 წლებში აკადემიკოს გრ.მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის იმუნოჰემატოლოგიის ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1983 წლიდან აღნიშნული ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელია. 1995 წლიდან თანდაყოლილი და შეძენილი ანემიების ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 46 სამეცნიერო ნაშრომის. მიღებული აქვს საავტორო ჯილდო.
1981 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ვენური სისხლის ლეიკოკონცენტრატის და ლიმფური კვანძის უჯრედების მორფო–ციტოქიმიური გამოკვლევები ლიმფური სისტემის ავთვისებიანი და რეაქციული დაავადებების დროს.“
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 60