ციმბირული საბჭოთა ენციკლოპედია
ციმბირული საბჭოთა ენციკლოპედია (ცსე) — რუსულენოვანი ენციკლოპედიური გამოცემა ციმბირის, შორეული აღმოსავლეთისა და ურალის გეოგრაფიაზე, დემოგრაფიასა და სოციალური მდგომარეობაზე.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ციმბირული საბჭოთა ენციკლოპედია სსრკ-ის რეგიონული ენციკლოპედიების წინამორბედად შეიძლება ჩაითვალოს. თავდაპირველად ციმბირული ენციკლოპედიის გამოცემის საკითხი 1919 წელს დაისვა ტომსკში „ციმბირის კვლევის ინსტიტუტის“ მიერ. ამ ინიციატივას მხარს უჭერდა თეთრგვარდიელთა მოძრაობის ხელმძღვანელი ალექსანდრ კოლჩაკი. დასახული პროგრამის გახორციელება 1920 წელს დაიწყო, თუმცა საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამ პროექტი დახურა. 1926 წელს განათლებულ წრეებში ფუნდამენტურ შრომაზე ლაპარაკი განახლდა და უკვე ერთი წლის თავზე, 1927 წლის აპრილში, ორგბიურო შეიკრიბა და ადგილობრივი მეცნიერებისგან რედკოლეგია დამტკიცდა.
პირველი ტომი გაზეთ „პრავდასთან“ ერთად გამოიცა 10 000-იანი ტირაჟით, ხოლო მომდევნო ორი გაერთიანებულმა გამომცემლობა „ოგიზმა“ გამოსცა. 1929-32 წლებში ნოვოსიბირსკში 3 ტომი დაიბეჭდა, დაგეგმილი ორი ძირითადი და ერთი დამატებითი ტომის დაბეჭდვა კი ვეღარ მოხერხდა, რადგან გამოცემა დაიხურა. ენციკლოპედიის რედკოლეგიაში 500-ზე მეტი ადამიანი იყო გაერთიანებული.
დაგეგმილი მეოთხე ტომის გამოცემა მხოლოდ 1992 წელს ნიუ-იორკში მოხერხდა გადარჩენილი მიკროფირისა და სასიგნალო ეგზემპლარების წყალობით, რომლებიც თავის დროზე სარედაქციო კოლეგიის წევრებისთვის ჰქონდათ დარიგებული.
შემადგენლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ენციკლოპედია ცოდნის თითქმის ყველა სფეროს მოიცავს, მაგრამ ფაქტების წყობისა და შინაარსის გადმოცემის მხრივ მარქსიზმ-ლენინიზმის საგრძნობი გავლენა ემჩნევა.
ტომი | დასახელება | გამოცემის წელი |
---|---|---|
1 | А — Ж (Аба — Жуя) | 1929 |
2 | З — К (Забайкалье — Кяхту) | 1930-1931 |
3 | Л — Н (лабаз — Някшинда) | 1932 |
4 | О — С (Обдорск — съезды) | 1992 |
5 | Т — Я | — |
6 | დამატებითი ტომი | — |
სხვა საბჭოთა ენციკლოპედიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- О. И. Блинова , В. В. Палагина «„Сибирская советская энциклопедия“ как источник диалектной лексикографии», Томск: Томский университет, 1979.