ჩიბუხა (ლათ.Gallinago) — ფრინველთა გვარი მეჭვავიასნაირთა რიგისა. მოიცავს მთელ მსოფლიოში გავრცელებულ 13 სახეობას. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას 2 სახეობა: ჩიბუხა და გოჭა. ჩიბუხები ბუდობენ ნესტიან ადგილებში. ნისკარტის ბოლოზე აქვთ შეხების ორგანოები. ზურგი შეფერილია მოწითურო-მურად და შავი წინწკლები აყრია, მუცლის მხარეს კი მოთეთროა. ტიხტიხის დროს მამლის კუდის ბუმბული ვიბრაციის გამო გამოსცემს დამახასიათებელ ბგერებს. ჩიბუხების რაოდენობა მცირდება ჭაობების ამოშრობის გამო. ჩიბუხა სპორტული ნადირობის ობიექტია.