შინაარსზე გადასვლა

შუაკაცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შუაკაცი — პირი ქართულ ჩვეულებით სამართალში, რომელიც იღვწოდა დაზარალებული მხარის დასაყოლიებლად დავის მშვიდობიანად, მორიგებით დამთავრებისთვის. კონკრეტული ვითარების მიხედვით შუაკაცთა რაოდენობა 1-3 კაცით განისაზღვრებოდა. როცა შუაკაცები დაითანხმებდნენ დაზარალებულს, მოდავე მხარეები ხშირად შუაკაცების აქტიური მონაწილეობით, ირჩევდნენ საქმის არსებითად გადამწყვეტ ბჭეებს, მედიატორებს (ხევსურეთში „რჯულის კაცებს“, სვანეთში „მორვარებს“). შუაკაცები წარმართავდნენ ბჭეთა შეყრამდე საჭირო მოსამზადებელ საქმიანობას („რიგის ყენებას“). ნაკლებმნიშვნელოვან საქმეებს არსებითად შუაკაცებიც წყვეტდნენ. ზოგჯერ კი ისინი თვითონაც შედიოდნენ ბჭე-მედიატორთა სასამართლოს შემადგენლობაში. სვანეთში შუაკაცს „მეცქულარს“ ეძახდნენ. შუაკაცების შესახებ ცნობებს შეიცავენ ბექა-აღბუღას (მმ. 39, 49, 52, 60) და ვახტანგ VI-ის (მმ 188, 190) სამართლის წიგნები