შმაგი ცხენის ქანდაკება
იერსახე
შმაგი ცხენის ქანდაკება — მშენებარე კლდეში ნაკვეთი მონუმენტი სამხრეთ დაკოტაში, რომელსაც ცხენზე ამხედრებული ოგლალა ლაკოტას მეომრის ფორმა ექნება.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1939 წელს სიუს ხალხმა მოიწვია ამერიკელი მოქანდაკე კორჩაკ ციოლკოვსკი თავისი ბელადის, შმაგი ცხენის ქანდაკების ასაგებად. 1948 წელს ციოლკოვსკი მუშაობას შეუდგა სამხრეთ დაკოტაში, შავ მთებში. ქანდაკების სიმაღლე 172 მეტრია, ხოლო სიგრძე — 195 მეტრი. ქანდაკების ასეთი დიდი ზომების გამო, ბელადის თავზე მუშაობისას საბაგირო გზა ააგეს, რომლითაც მოქანდაკეს შრომის იარაღებს აწვდიდნენ. ციოლკოვსკი 1982 წელს გარდაიცვალა, ქანდაკებაზე მუშაობა კი მისმა ოჯახმა განაგრძო. როგორც მოსალოდნელია ქანდაკების დასრულებას კიდევ მრავალი წელი დასჭირდება
დასრულების შემთხვევაში, მონუმენტი მსოფლიოში უდიდესი ქანდაკება იქნება.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შმაგი ცხენის მემორიალის ოფიციალური ვებ-გვერდი დაარქივებული 2010-09-20 საიტზე Wayback Machine. .