ოგლალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ოგლალა ლაკოტა)
ლაკოტების რეზერვაციის დროშა

ოგლალა, ოგლალა სიუ, ოგლალა ლაკოტა — ინდიელთა ენობრივი ოჯახის, სიუს ერთ-ერთი ტომი. ტომის სახელწოდება მომდინარეობს სიტყვიდან, რომელიც ლაკოტას ენაზე ნიშნავს „თვითგამფანტავს“. მათი ძირითადი საცხოვრებელი ადგილი არის რეზერვაციები სამხრეთი დაკოტასა და ნებრასკაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოგლალა ლაკოტა, სხვა დანარჩენ 6 ლაკოტას ტომთან ერთად დაშორდა ერთმანეთს XIX საუკუნის დასაწყისში. 1840 წლიდან საგრძნობლად გაუარესდა ურთიერთობა ინდიელებსა და თეთრკანიანებს შორის. თეთრკანიანების რაოდენობა დღითიდღე იზრდებოდა. მათ ამოხოცეს ცხოველები და ფრინველები, გააჩანაგეს საცხოვრებელი გარემო და ამითი ლაკოტებს ურთულესი საცხოვრებელი სიტუაცია შეუქმნეს. ამ ყველაფერმა გამოიწვია ომი, რომელიც 1870-იანი წლების ბოლომდე გაგრძელდა და თეთრკანიანების გამარჯვებით დასრულდა. დღეს ლაკოტების უმრავლესობა ცხოვრობს პაინ-რიჯის რეზერვაციაში, რომელიც 8984306 კმ²-ს იკავებს დამდებარეობს სამხრეთ დაკოტაში.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაკოტების მოსახლეობა 1825 წლისათვის შეადგენდა სულ რაღაც 1500 ადამიანს, 1882 წლისათვის ომებმა და შიმშილობამ ამ ტომის მოსახლეობის რიცხვი 702 ადამიანამდე შეამცირა, ხოლო მას შემდეგ რაც ისინი რეზერვაციაში გადასახლდნენ და ამერიკელებისგან ხელშეუხებლობა მიიღეს მათი რიცხვი გაიზარდა და 2008 წლის აღწერით შეადგენს დაახლოებით 42 000 ადამიანს.