შვეიცარიის მუსიკალური ჩარტები
იერსახე
შვეიცარიის მუსიკალური ჩარტები (ინგლ.: Swiss Music Charts, გერმ.: Schweizer Hitparade) — შვეიცარიის მუსიკალური გაყიდვების მთავარი ჩარტები. ჩარტები წარმოადგენს საუკეთესოდ გაყიდვადი სხვადასხვა ჟანრის სინგლებისა და ალბომების ჩამონათვალს.
შვეიცარიის მუსიკალური ჩარტები მოიცავს:
- 100 საუკეთესო სინგლი (დაარსებული 1968 წელს);
- 100 საუკეთესო ალბომი (დაარსებული 1983 წელს);
- 25 საუკეთესო ნაკრები;
- 30 რადიოში ყველაზე ხშირად მოთხოვნადი სიმღერა.
ჩარტები ახლდება ყოველ კვირას და იბეჭდება ყოველ ოთხშაბათს.