შახვეტილას მთა
შახვეტილას მთა | |
---|---|
კოორდინატები: 42°04′39″ ჩ. გ. 45°03′30″ ა. გ. / 42.07750° ჩ. გ. 45.05833° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ახმეტის მუნიციპალიტეტი, თიანეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1324 მ |
ქედი | კახეთის ქედი |
ამგებელი ქანები | კირქვა, მერგელი და თიხა |
შახვეტილას მთა — მთა საქართველოში, კახეთის მხარის ახმეტის მუნიციპალიტეტისა და მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს კახეთის ქედის სამხრეთ ნაწილის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარეების ანისხევისა (ხევგრძელის მარცხენა შენაკადი) და ილტოს წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1324 მ. აგებულია ზედაცარცული კირქვებით, მერგელებითა და თიხებით. მთას მობრტყელებული მწვერვალი და ძლიერ დახრილი კალთები აქვს. შემოსილია შერეული ფოთლოვანი ტყით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჩანგაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 696.