შახვეტილას მთა
Jump to navigation
Jump to search
შახვეტილას მთა | |
---|---|
კოორდინატები: 42°04′39″ ჩ. გ. 45°03′30″ ა. გ. / 42.07750° ჩ. გ. 45.05833° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1324 მ |
ქედი | კახეთის ქედი |
შახვეტილას მთა — მთა საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კახეთის ქედის სამხრეთ ნაწილის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარეების ანისხევისა (ხევგრძელის მარცხენა შენაკადი) და ილტოს წყალგამყოფზე. სიმაღლე 1324 მ. აგებულია ზედაცარცული კირქვებით, მერგელებითა და თიხებით. მთას მობრტყელებული მწვერვალი და ძლიერ დახრილი კალთები აქვს. შემოსილია შერეული ფოთლოვანი ტყით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჩანგაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 696, თბ., 1986 წელი.